ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ ბათუმელი ახალგაზრდების დიდი სურვილის გათვალისწინებით ბათუმის რაიონული ორგანიზაცია გახსნა, ორგანიზაციას უხელმძღვანელებენ ის ახალგაზრდები, რომლების წლების განმავლობაში ებრძოდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ რეჟიმს, ესენი არიან: ვახტანგ მითაიშვილი ,დავით ლორია და ჯემალ დუაძე.
ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს :
ქ.ბათუმი,ფარნავაზ მეფის ქუჩა #56,
სადარბაზო- 1
სართული- 1
ტელ: (0422) 22 38 38
(ტელმანისა და ბარათაშვილის კვეთაზე,მაღაზია „elit electronics“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე)
თავისუფალი თაობის ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე საზოგადოებისათვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენ მურმან დუმბაძის ახლო ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათი სურვილი ლევან ვარშალომიძესთან ერთად ხელში ჩაიგდოს ბათუმში მართვის ორგანოები და ასე დააბრუნონ მმართველობის სადავეებში „ნაცმოძრაობა “.
ასევე, როგორც ცნობილი გახდა 21 მარტამდე „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრას გეგმავს ბათუმის მოსახლეობასთან, თუმცა ეს მხოლოდ გამოსამშვიდობებელი ხასითის შეხვედრა იქნება , ვინაიდან იქ სადაც „თავისუფალი თაობა“ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტის შანსი არ აქვს!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)