#44005086 · 11 Mar 2015, 17:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბესაძე: მიროტაძის და მერიაში მაღალ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნა
ქართული ოცნების დეპუტატის ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშნეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძის თქმით, მერიაში სრული ქაოსია. მისი თქმით, ნეპოტიზმთან ერთად თბილისის მერი სრულიად გაურკვეველ და აუხსნელ გადაწყვეტილებებს იღებს. აბესაძე ამის მაგალითად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას და რევაზ ჩახავას პოსტის შეცვლას ასახელებს.
„ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი უკვე გამხდარა მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი, მაშინ როდესაც ის ჯერ საზოგადოების წინაშე არ წარმდგარა, არ გაუცია შეკითხვებზე პასუხი - არც წარსულ საქმიანობაზე და არც სამომავლო გეგმებზე, როდესაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პერიოდში ის აპირებს, რომ 2 მილიონი საკუთარ ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯს მოახმაროს.
ბატონი რევაზ ჩახავა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსი იყო და მისი გათავისუფლება, მისი პირადი განცხადებიდან და მერის განცხადებიდან დაბრალდა მის ოჯახურ პირობებს, ვხედავთ, რომ ის დააქვეითეს და ინიშნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ და გაუგებარია, თუ ის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს ვერ ასრულებდა, რატომ მოხდა მისი მერიაში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, ანუ რა მოტივაციით იქნა გათავისუფლებული“, - განაცხადა აბესაძემ.
მოკლედ მერია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, ნარმანია კი სრულიად უუნარო და მერობისთვის შეუფერებელი პიროვნებაა
--------------------
დაჯმიდის ბედღბალი (c) SCO
- თემურ, რა გამოსავალ ხედავ? როგორ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ეხა ამდენი, ყველა ერთად არი ვართ თითქმის შეკრებილები...
- ნუ ნუ ეხლა ამ იმას რა ქვია ამ რაც ეხლა ითქვა კარანტინი და იმაზე ამას აპირებ უეFა რო................
|