მკაში გარიგებას ხვნაში გარიგება სჯობსო და წინასწარ შევთანხმდეთ, რამდენი კაცი ეტევა პარლამენტის წინ.
როგორც გინდა დადექით და რანაირი ექსპერიმენტიც გინდა ჩაატერეთ, ყველაზე მჭიდრო დგომისას (სულის შეხუთვამდე ჭკყლეტის დროს), 1 კვადრატულ მეტრზე დგება 4 კაცი.
მჭიდრო დგომისას, როცა გვერდით მდგომს სულ ოდნავ ეხები, 1 კვადრატულზე 1,5-2 კაცი დგება.
თავისუფალი დგომა,როცა გვერდით მდგომს არ ეხები, მაგრამ ოდნავი მოძრაობაც კი იწვევს შეხებას, 1 კვადრატულზე 1 -1,5 კაცი.
მიტინგის მოძრავი ნაწილი, პერიფერია, სადაც ხალხი თავისუფლად გადაადგილდება (თუმცა ტელეკამერებში მიტინგის ერთიანნ მასად აღიქმება), 2-4 კვადრატულზე 1 კაცი მოდის.
ახლა გადავხედოთ პარლამენტის წინა მოედანს.
ის დავყავი 4 ნაწილად.
I - რუსთაველის პროსპექტის სამანქანო ნაწილი თავის ცალი ტროტუარით (ყოფილი მხატვრის სახლისკენ),რომელიც ყველაზე დიდა და 2060 კვ. მეტრამდეა.
II - ტროტუარი, 830 კვადრატული მეტრით.
III - მოედანი, რომლის ფართობია 1245 კვადრატული მეტრი.
IV - კიბეები, 240 კვ.მეტრიანი ფართობით.

პირობითად გავყავი იმიტომ, რომ ნაცების ბოლო მიტინგზე კიბეები (IV ნაწილი) საერთოდ შეუვსებელი იყო. ტრიბუნა იდგა III ნაწილში და ემიჯნებოდა ძირითად ტროტუარს (II ნაწილი). ანუ III ნაწილიც თითქმის შეუვსებელი იყო. რაცც შეეხება I ნაწილს, ის კი იყო შევსებული, თუ არ ჩავთვლით უზარმაზარ დროშას, რომელიც 200 კაცამდე სიცარიელეს ავსებდა.
ამრიგად, რომ ჩავთვალოთ, რომ მიტიგმა მაღალი სიმჭიდროვით (საშუალოთ 3 კაცი 1 მ-ზე) შეავსო მთელი მოედანი თავის კიბეებიანად, 13 000 კაცი იქნება. ესაა მოედნის ტევადობის მაქსიმუმი.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ნაცების წინა მიტინგზე ერთდროულად 6-6,5 ათას კაცზე მეტი არ მდგარა.
საინტერესოა, რამდენ კაცს შეაგროვებენ 21-ში?
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”