საქართველოს რკინიგზის კორუფციული სქემა გაშიფრულია" - რკინიგზას, კანონის დარღვევით, ბაზარზე რუსული კომპანიის შემოყვანაში სდებენ ბრალს
13 მარტი 13:26819
შპს. „ა.ს.ჯგუფი1990“-ს დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე საქართველოს რკინიგზას კორუფციაში ამხელს. საქმე ელმავლის შეძენასთან დაკავშირებულ ტენდერს ეხება. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ტენდერში რუსულმა კომპანიამ "ურალის ლოკომოტივების ქარხანამ" გამარჯვება უკანონოდ მოიპოვა, რადგან ტენდერის პირობები სპეციალურად მორგებული იყო აღნიშნული კომპანიისთვის.
ავთანდილ საყვარელიძე აცხადებს, რომ უკანონო გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთანაც არის დაკავშირებული, რომლებიც სატენდერო კომისიის წევრები არიან.
„ტენდერის გამოცხადებამდე, რკინიგზაში მომუშავე წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა, სხვადასხვა თანამდებობის პირმა გადაწყვიტა საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ტენდერი ჩაეტარებინათ თავიანთი გამორჩენის მიზნით. მათ თანხა გადაუხადეს რუსულ კომპანიას რუსული ელმავლების აღსაწერად, რათა შემდგომ ამ მონაცემების მიხედვით აეწყოთ სატენდერო წინადადება, რომელშიც რუსული კომპანია „ურალის ლოკომოტივების ქარხანა" გაიმარჯვებდა. ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ჩვენი კომპანია "ა.ს.ჯგუფი1990" წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე დიდ მწარმოებელ ჩინურ კომპანიას, რომელმაც თანხით (210 000 ლარი), მონაცემებით და ხარისხის მაჩვენებლებით მოუგო რუსულ კომპანიას
საქართველოს რკინიგზაში მათთვის მოულოდნელი შედეგის დადგომის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სატენდერო კომისიაში, რომელშიც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები მუშაობენ (მაგ.თამარ გურგენიძე სატენდერო კომისიის თავმჯდომარე - ეზუგბაიას ოჯახის ახლობელი და ა. შ.) ტენდერში ჩვენი მონაწილეობის განხილვასაც არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა.
გამომდინარე იქედან, რომ გვაქვს დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ინფორმაცია და ფაქტი საქართველოს რკინიგზაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ, მოვითხოვთ შესაბამისი უწყებებისგან, არსამთავრობო ორგანიზაციებისგან და საზოგადოებისგნ რეაგირებას",-აღნიშნავს საყვარელიძე.
საყვარელიძე ასევე რკინიგზის ზოგიერთ თანამშრომელს სახელმიწფო საბოტაჟში ადანაშაულებს.
„გარდა კორუფციული გარიგებებისა, საქმე ეხება სახელმწიფო საბოტაჟს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რკინიგზის ზოგიერთი თანამშრომელი: იგი ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.
მაშინ, როდესაც ვიცეპრემიერი კვირიკაშვილი ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, პარალელურად სახელმწიფო არც კი განიხილავს რამდენიმე ათეულ მილიონიანი ჩინელი ინვესტორის წინადადებას, რომელსაც დიდი პროექტების განხორციელება სურს ქვეყანაში (ჩინურ კომპანიას ტენდერში გამარჯვების შემდეგ უნდა განეხორციელებინა 100 მილიონიანი ინვესტიცია, მათ ელმავალმშენებელი ქარხნის აშენება ან არსებული ელმავალმშენებელი ქარხნის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინათ. ეს წინადადება მათ წარდგენილი აქვთ საქართველოს რკინიგზაში). საკუთარი ინტერესების გამო ბაზარზე შემოჰყავს რუსულ კომპანია, რომელსაც არ აქვს ორმაგი დამიშნულების ელმავლის გაყიდვის უფლება. (სატვირთო და სამხედრო ელმავლის გაყვანა ქვეყნიდან რუსული კანონმდებლობით იკრძალება)
სასამართლოში დავის შემდეგ სახელმწიფო 1-მილიონიან ზარალს მიიღებს.
აქვე მოგაწოდებთ ჩამონათვალს იმ დარღვევების მცირე ნაწილისა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ განახორციელა ტენდერის მიმდინარეობისას, რაც ადასტურებს რომ ტენდერი თავიდანვე გაყიდული იყო:
საქართველოს რკინიგზამ ელმავლის ტექნიკური მოთხოვნები მხოლოდ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. რაც ადასტურებს იმას, რომ სხვა საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა არც განიხილება. შესაბამისად ტენდერი თავიდანვე მორგებული იყო რუსული მხარისთვის.
(
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1420037424 )
საქართველოს რკინიგზამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადა 500 000-მდე ლარი საჯარო ინფორმაციაში, რომელიც დაუკვეთა რუსულ კომპანიას. (1. ეს ინფორმაცია შეეძლო მოეპოვებინა ქართულ კომპანიას 2. ეს ინფორმაცია არის საჯარო) ამ ფაქტითაც დასტურდება, რომ ტენდერი წინასწარ მორგებული იყო რუსულ მხარეს.
( 2.1. ელმავლის ტექნიკური პირობები და მახასიათებლები უნდა იყოს 2014 წლის 15 აგვისტოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დამტკიცებული და „ПКБ ЦТ“-სთან შეთანხმებული“Электровоз магистральный постоянного тока грузовой для Грузии” ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში (იხ. დანართი #6).
საქართველოს რკინიგზას მოთხოვნებში მითითებული აქვს, რომ წარმოდგენილი პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს თბილისის "ელმავალმშბლის" წარმოებულ პროდუქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას ალბათ ნაკლებად უნდა ფლობდნენ საერთაშორისო კომპანიები.( საერთაშორისო კომპანიები თავის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს ვერ მიუსადაგებენ საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ მოძველებულ მოდელებს. ეს მხოლოდ რუსულ კომპანიას შეუძლია.
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1422902342 (7.8 ელმავლის ეფექტიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (არსებული ВЛ‐10, ВЛ‐11 სერიის ელმავლებთანშედარებით), 2014 წლის 15 აგვისტოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დამტკიცებული და „ПКБ ЦТ“-სთან შეთანხმებული “Электровоз магистральный постоянного тока грузовой для Грузии” ტექნიკურ მოთხოვნების (იხ. დანართი #6)
სატენდერო კომისიამ ორჯერ უმიზეზოდ გადადო ტენდერის თარიღი, რამაც ლარის კურსის დაცემის გამო, ელმავლის საფასურის სახელმწიფო ხარჯზე გაძვირება გამოიწვია. (მიზეზად დასახელდა მონაწილეების შეკითხვები და გაურკვევლობა დოკუმენტაციაში) მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მონაწილეს არ მოუთხოვია ტენდერის გადადება, მათ ამის გარეშეც არ ჰქონდათ უფლება არავის მოთხოვნის თუ გაურკვევლობის საბაბით გადაედოთ ტენდერი",-აღნიშნავს საყვარელიძე.
http://news.ge/ge/news/story/127442-saqart...hi-sdeben-brals