http://pia.ge/show_news.php?id=36456&lang=geoდეპუტატებმა რეგისტრაცია მესამედ გაიარეს, თუმცა სასესიო დარბაზში მხოლოდ 41 დეპუტატი აღმოჩნდა, ქვორუმისთვის კი 76 დეპუტატის რეგისტრაცია არის საჭირო.
„ქვორუმი მესამედაც ვერ შედგა, რის გამოც პარტლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით დღეს საგანგებო სესია დანიშნა.
რიგგარეშე პლენარულ სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაეწრო
http://rustavi2.com/ka/news/11666 ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას პატივს არ სცემს.
დუმბაძე მმართველი კოალიციის წევრებს მოუწოდებს, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში.
"ქვეყანაში არის პრობლემები და ეს არის რეალობა. სამწუხაროა, რომ შეიმჩნევა ფაქტი უმრავლესობის მხრიდან, რომ ისინი პატივს არ სცემენ სახელმწიფოს შტოებს შორის დამოკიდებულებას და კონსტიტუციას," - აცხადებს მურმან დუმბაძე.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-miichnevs.htmlზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობად მიიჩნევს
13:48 13-03-2015
ზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობად მიიჩნევს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობას უწოდებს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის დასაძლეევის გეგმის წარდგენისთვის მზად არ იყო.
"ეს არის მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა. ,,ქართულლ ოცნებაში" თუ ვინმეს კვალიფიკაცია აქვს, ისინი განიცდიან დიკვალიფიკაციას. ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ ქამრების შემოჭერაზე. ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ჰგონია, რომ ქვეყანაში დალხენილად ცხოვრობენ, თუმცა ეს აბსურდია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
დღეს პარლამენტში რიგგარესე სესია კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი