პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს რამდენიმე, თავისი მხარდამჭერებითა და მომხრე ელექტორატით, ეს სხვადასხვა იდეოლოგიებს შორის ჯანსაღი ჭიდილი იქნება და ყველაფერი ეს ნელ-ნელა მოდის პოლიტიკური კერპისა და მისი მადიდებელი ხალხის საპირწონედ.
იგივე მოხდება პოლიტიკაშიც - არ იქნება ერთი კერპი, იქნება რამდენიმე საინტერესო და ავტორიტეტული პოლიტიკოსი, ვის ირგვლივაც მისი თანამოაზრეები მოიყრიან თავს. დამეთანხმებით, ესაა ის იდეალური დემოკრატია, რომლისკენაც ჩვენ, ყველანი ვესწრაფვით და არ მგონია, ეს ოცნება იყოს. მგონი, უკვე ამის რეალობა შევქმენით. შეიძლება, ბევრი ამის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს დღეს, მაგრამ შედეგს დაინახავს ხვალ.
ვერ ვეგუები ქვეყნის ასეთ სტადიაზე ყოფნას, ქველმოქმედებით დაეხმარები ერთს, ვერ დაეხმარები მეორეს, ვისაც ქველმოქმედების საშუალება აქვს, ყველას ვერ გასწვდება. დამეთანხმებით, ვისაც აქვს ნანახი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პატარა ქალაქები, სოფლები, კურორტები, ლამაზია, არსადაა სიდუხჭირისა და სიღარიბის კვალი. დედაქალაქიდან დაწყებული, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. დიდი მიღწევაა, როცა ადამიანები არ შიმშილობენ და პურის რიგში არ დგანან. დიდი მიღწევაა, რომ სადღაც ასფალტი იგება, სადღაც ნაგვის ურნა დგას და ვიღაცა რაღაცას აშენებს ან თესავს. დინამიკა არის, მაგრამ ვიყოთ რეალისტები: ეს ზღვაში წვეთია ჩვენი საოცნებო გეგმებისა და სურვილის ფონზე, განვითარებული სახელმწიფოს სტანდარტის გვერდით. თანამედროვე მსოფლიოში ადამიანებს შუქი და პური დაამადლო და დამსახურებად მიიჩნიო, მინიმუმ, პოპულიზმია..
უნდა გავაღვივოთ ღირსების განცდა.
ერთი გამოკვეთილი ლიდერის მოთხოვნილება - ასეთი ვერტიკალი, მგონი, მიუღებელია. 20 წელია, ლიდერის სახელის სკანდირებით გამოიხატებოდა მხარდაჭერა თუ სიმპათია და სიყვარული. რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკური ლიდერი? რატომ არის ეს ვალდებულება? საიდან? ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოების თვისება. ვიტყოდი, საბჭოური გადმონაშთია- თქო, მაგრამ ნაცისტურ გერმანიაშიც იგივე გემოვნება იყო. მორჩილების გამოხატვაა? - მორჩილება კი, მგონი, შიშიდან მოდის.
ნებისმიერი ჩვენი უბედურება, ნებისმიერი ცუდი, რაც არა მარტო საქართველოში, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ქვეყანაში შეძლება, მხოლოდ და მხოლოდ გაუნათლებლობით მოხდეს. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი კი არა, უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება და სხვა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, კარგად იქნება.
http://daijesti.pia.ge/show_press_daijest_news.php?id=26239პ.ს. საკმაოდ საინტერესო ინტერვიუა... კარგია რომ რეალურად აფასებს მოვლენებს ...