Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თანამედროვე ქართველი პოეტები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PeTeR4Ik
Super Member
ჯგუფი: Registered
PeTeR4Ik
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 477
წევრი No.: 125338
რეგისტრ.: 28-December 10
#44025784
· 13 Mar 2015, 19:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გასულ საუკუნეში დიდი პოეტები გვყავდა,
მაგრამ აუკვე ახალი ეპოქა დაიწყო, ახალი საუკუნე და ახალი ათასწლეული.
და საქართველო ახალ ტალანტებს ელის.
თქვენთვის ყველაზე გამორჩეული თანამედროვე პოეტი რომელია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44031824
· 14 Mar 2015, 14:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არც ერთი არ უქნია ღმერთს (სამწუხაროდ).
მწერლები კიდე ჰო, მარა პოეტებიდან არც ერთი არაა ისეთი, მე20 საუკუნის მართლა დიდ პოეტებს ცოტათი მაინც რო გავდეს.
უდიდესი ნაწილი ვერლიბრშია გადავარდნილი - დაწერენ უშველებელ გაურითმავ მინიატჲურებს და რატომღაც ლექსებად ასაღებენ (ხარანაულის მიმდევრები).
ერთი ნაწილი კი რითმავს (უფრო სწორად - პრეტენზია აქვს გარითმვის) მაგრამ ისეთი რითმებია - გულზე შემოგეყრება. გალაკტიონის მერე, უბრალოდ, სირცხვილია ასეთი ბანძი რითმები.
კიდევ არსებობს ერთი მცირერიცხვოვანი ნაწილი, რომელიც ლექსის ტექნიკურ მხარეს ძლიან კარგად ფლობს, მაგრამ... სათმელი არაფერი აქვს და სხვის აზრებს ლექსავს.
საკმაოდ მრავლად არიან უზნეო მატრაკვეცები - იაფფასიანი "ეპატაჟური" გამოხტომებით და სკანდალებით რო ცდილობენ თავიანთი უნიჭო ლექსების გაპიარებას
მოკლედ - მდგომარეობა საკმაოდ კრიზისულია.
ისეთი პოეტები არიან, რა, მარტო თინეიჯერი გოგოების გულის ასაჩუყებლად და fეისბუქზე დასაპოსტად რო გამოდგებიან. ვერც ერთზე ვერ იტყვი - დიდი პოეტიაო.
This post has been edited by
Menestrel
on 14 Mar 2015, 15:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38478
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#44032045
· 14 Mar 2015, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რითმის გარეშე ვერ ვუმუღამებ ლექსს......................
მაგრამ
გული ძგერს,გული,გული ძგერს,გული ძგერს,გული გული.
მბურძგლავს
--------------------
სახლები დავუწვათ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44033307
· 14 Mar 2015, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინც ამბობს რომ თანამედროვე და მითუმეტეს ახალგაზრდა პოეტები არ გვყვავს, მაგარი პოეტები არ გვყვავს თანამედროვეები, იმაზე მარტივად შემიძლია ერთი რამის თქმა:
- ის არ იცნობს პოეზიას და მას არ ესმის პოეზია.
--------------------
------------------------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44035067
· 14 Mar 2015, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Bobgure @ 14 Mar 2015, 18:45 )
ვინც ამბობს რომ თანამედროვე და მითუმეტეს ახალგაზრდა პოეტები არ გვყვავს, მაგარი პოეტები არ გვყვავს თანამედროვეები, იმაზე მარტივად შემიძლია ერთი რამის თქმა:
- ის არ იცნობს პოეზიას და მას არ ესმის პოეზია.
ეუფ)
თანამედროვე და ახალგაზრდა პოეტების მეტი რაა, მარა "მაგარი პოეტი" რომელია იმ თანამედროვეებიდან და ახალგაზრდებიდან, ეგაა საკითხავი.
აი ისეთი, მე20 საუკუნის ქართველ პოეტებს რო შეადარებ და არ შეგრცხვება)
რომელი, აბა?
This post has been edited by
Menestrel
on 14 Mar 2015, 22:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44035139
· 14 Mar 2015, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Menestrel
QUOTE
ეუფ)
თანამედროვე და ახალგაზრდა პოეტების მეტი რაა, მარა კარგი პოეტი რომელია იმ თანამედროვეებიდან და ახალგაზრდებიდან, ეგაა საკითხავი.
აი ისეთი, მე20 საუკუნის ქართველ პოეტებს რო შეადარებ და არ შეგრცხვება)
რომელი, აბა?
ეგ გემოვნების საკითხია ჩემო კარგო და თან ეს შედარება რა უბედურებაა, შევაჯიბროთ?
პირადად მე როინ აბუსელიძე მომწონს ძალიან და ვერაფრით ვერ ვხვდები მაგალითად პაოლო იაშვილს რატომ უნდა შევადარო, ან რატომ უნდა შემრცხვეს.
This post has been edited by
BELLA-DONNA
on 14 Mar 2015, 22:37
--------------------
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44035280
· 14 Mar 2015, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბესიკ ხარანაული
ჯარჯი ფხოველი
ტარიელ ჭანტურია
ვაჟა ხორნაული
გივი ალხაზიშვილი
ტარიელ ხარხელაური
ლია სტურუა
გიორგი საჯაია
ზვიად რატიანი
გაგა ნახუცრიშვილი
შოთა იათაშვილი
სოსო მეშველიანი
გიორგი ლობჟანიძე
თემურ ჩხეტიანი
შალვა ბაკურაძე
რატი ამაღლობელი
ლია ლიქოკელი
ბექა ახალაია
ნუკრი ბერეთელი
ირაკლი ბერია
ნიკა ჩერქეზიშვილი
თორნიკე ჭელიძე
როინ აბუსელიძე
გიორგი არაბული
მერაბ არაბული
სალომე ბენიძე
პაატა შამუგია
გიორგი კეკელიძე
და კიდევ არიან ბევრნი კარგები, მაგრები.
აქედან შეიძლება კიდევ ამოვარჩიო და ვთქვა ძალიან მაგრები. თუმცა, იყოს ასე, ვინც მიყვარს და გამახსენდა მაგარ თანამედროვეებზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44035290
· 14 Mar 2015, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BELLA-DONNA
იხ. თემის ავტორის პირველი პოსტის პირველი წინადადება
QUOTE
გასულ საუკუნეში დიდი პოეტები გვყავდა,
შედარება სულაც არ არის "უბედურება", მით უმეტეს - ისეთი პოეტური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ისე, როი აბუსელიძე მეც მომწონს, ბარე ორს მირჩევნია, ოღონდ დახვეწა აკლია.
პაოლო იაშვილს თუ შევადარებთ ძალიან კარგი იქნება, საინტერესო დასკვნებამდე მივალთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44035349
· 14 Mar 2015, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bobgure
QUOTE
ბესიკ ხარანაული
ჯარჯი ფხოველი
ტარიელ ჭანტურია
ვაჟა ხორნაული
გივი ალხაზიშვილი
ტარიელ ხარხელაური
ლია სტურუა
გიორგი საჯაია
ზვიად რატიანი
გაგა ნახუცრიშვილი
შოთა იათაშვილი
სოსო მეშველიანი
გიორგი ლობჟანიძე
თემურ ჩხეტიანი
შალვა ბაკურაძე
რატი ამაღლობელი
ლია ლიქოკელი
ბექა ახალაია
ნუკრი ბერეთელი
ირაკლი ბერია
ნიკა ჩერქეზიშვილი
თორნიკე ჭელიძე
როინ აბუსელიძე
გიორგი არაბული
მერაბ არაბული
სალომე ბენიძე
პაატა შამუგია
გიორგი კეკელიძე
და კიდევ არიან ბევრნი კარგები, მაგრები.
აქედან შეიძლება კიდევ ამოვარჩიო და ვთქვა ძალიან მაგრები. თუმცა, იყოს ასე, ვინც მიყვარს და გამახსენდა მაგარ თანამედროვეებზე.
უჰჰჰჰჰ!
ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას,
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!
ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!
ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.
ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.
ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!
ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძენი ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი,-
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.
ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.
ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!
გაგა ნახუცრიშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44035420
· 14 Mar 2015, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Menestrel
ყველა ჩამოთვლილის პოეზიას იცნობთ ?
ან ვისაც იცნობთ მანდედან საინტერესოა რა არ მოგწონთ : ))
თუმცა გემოვნების საკითხია და გემოვნება ყველას ერთნაირი არ აქვს : )))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44035421
· 14 Mar 2015, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Menestrel
QUOTE
შედარება სულაც არ არის "უბედურება", მით უმეტეს - ისეთი პოეტური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
მე არ მიმაჩნია შედარება სწორად, ანუ შედარება კი არა, შეჯიბრება. ,,ვინ უფრო მაგარია" - პათოსი არის ზუსტად ჩვენი, ქართველების ნაკლი, ასე ვფიქრობ. ყველა პოეტი ცალკე რომ განვიხილოთ და მოგვწონდე ან არ მოგვწონდეს ჯობია ვფიქრობ. თემის ავტორმა პირველ პოსტში რა დაწერა ეს ჩემს აზრს არ ცვლის ამ საკითხზე.
QUOTE
ისე, როი აბუსელიძე მეც მომწონს, ბარე ორს მირჩევნია, ოღონდ დახვეწა აკლია.
დახვეწა რაში გამოიხატება, კონკრეტულად რომელი ლექსის, რომელი ტაეპი უნდა დახვეწოს და უკეთსი და უფრო დახვეწილი როგორი იქნებოდა იქნებ მითხრა?
QUOTE
პაოლო იაშვილს თუ შევადარებთ ძალიან კარგი იქნება, საინტერესო დასკვნებამდე მივალთ
არ ვიცი როგორ უნდა შევადარო ( შევაჯიბრო) ან რა დასკვნამდე მივიდე და შენ თუ გაქვ რაიმე ხედვა ამ კუთხით გაგვიზიარე, მართლა დამაინტერესა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44035464
· 14 Mar 2015, 22:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პოეზია დოღი არ არის ერთმანეთს ვაჯიბროთ პოეტები : )) ..
თუმცა არიან მაგრები. გამორჩეულად მაგრები, როგორც ბესიკია ხარანაული მაგალითად .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44036881
· 15 Mar 2015, 01:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bobgure
მადლობა პასუხისთვის
QUOTE
ბესიკ ხარანაული
ჯარჯი ფხოველი
ტარიელ ჭანტურია
ვაჟა ხორნაული
გივი ალხაზიშვილი
ტარიელ ხარხელაური
ლია სტურუა
ესენი ალბათ უფრო მე20 საუკუნეს მიეკუთვნებიან, ქრონოლოგიურადაც და ისედაც.
ამ ჯგუფს დავამატებდი ვახტანგ ჯავახაძეს - მართლაც კარგ პოეტს და (რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ) რეზო ამაშუკელს.
ამასწინათ წავიკითხე ამაშუკელის ლექსები და, ჩემდა განსაცვიფრებლად, აღმოვაჩინე, რომ ეს თავისებური (to say the least) ადამიანი კარგი პოეტი ყოფილა.
რაც შეეხება თანამედროვეებს:
გიორგი საჯაია - მართლა ძალიან კარგი პოეტია. კიდევ უკეთესი იქნებოდა, ამ ბოლო დროს ვერლიბრზე გადასვლის მაგივრად ადრინდელი ხაზი რომ გაეგრძელებინა, დაეხვეწა და განევრცო.
ზვიად რატიანი - მე რაც წამიკითხავს - კარგია, მარა თავის ლექსებს ინტერნეტით რატო არ ასაჯაროვებს, ვერ ვხვდები)
გიორგი ლობჟანიძე
შოთა იათაშვილი
თემურ ჩხეტიანი
ლია ლიქოკელი (ძალიან კარგი გოგოა)
ირაკლი ბერია
გიორგი კეკელიძე
QUOTE
უდიდესი ნაწილი ვერლიბრშია გადავარდნილი - დაწერენ უშველებელ გაურითმავ მინიატჲურებს და რატომღაც ლექსებად ასაღებენ (ხარანაულის მიმდევრები).
გაგა ნახუცრიშვილი
სოსო მეშველიანი
ბექა ახალაია
ნუკრი ბერეთელი
ნიკა ჩერქეზიშვილი (ამას ნაკლებად ეხება)
როინ აბუსელიძე
გიორგი არაბული ("რითმა - გაცვეთილი, ბანალური"-ო, თვითონვე ამბობს
ძალიან კარგი ბიჭია)
მერაბ არაბული
კარგები არიან, თუმცა ეს პუნქტი, მეტ-ნაკლებად, ეხებათ:
QUOTE
ერთი ნაწილი კი რითმავს (უფრო სწორად - პრეტენზია აქვს გარითმვის) მაგრამ ისეთი რითმებია - გულზე შემოგეყრება. გალაკტიონის მერე, უბრალოდ, სირცხვილია ასეთი ბანძი რითმები.
ცოტა მძაფრად კია ნათქვამი, მარა აზრი გასაგებია მგონი.
შალვა ბაკურაძე - ამას მეტ-ნაკლებად ორივე პუნქტი ეხება - ვერლიბრისტებისაც და რითმდაუხვეწავებისაც)
თორნიკე ჭელიძე - ამასაც, მარა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თან ძალიან კარგი ბიჭი და დაიხვეწება, იმედია.
სალომე ბენიძე - კარგი პოეტია. თავიდან ცოტა უმარილო ვერლიბრებს წერდა, მერე ძალიან კარგი ლექსების წერა დაიწყო. ამ ბოლო დროს სენტიმენტალური მოთხრობების წერაზე გადავიდა
იმედია, მალე დაუბრუნდება პოეზიას.
რატი ამაღლობელი
QUOTE
მცირერიცხვოვანი ნაწილი, რომელიც ლექსის ტექნიკურ მხარეს ძალიან კარგად ფლობს, მაგრამ... სათქმელი არაფერი აქვს და სხვის აზრებს ლექსავს.
პაატა შამუგია
QUOTE
მატრაკვეცები - იაფფასიანი "ეპატაჟური" გამოხტომებით და სკანდალებით რო ცდილობენ თავიანთი უნიჭო ლექსების გაპიარებას
ბარემ მეც დავასახელებ (ჩემი აზრით) ძალიან კარგ თანამედროვე პოეტებს:
ზაზა თვარაძეს
და
დავით წერედიანს.
საერთოდ, ზემოთ ჩამოთვლილი პოეტები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მართლა კარგები არიან (ანუ ძალიან კარგი გემოვნება გქონია
მაგრამ... მე-20 საუკუნე მაინც სხვა იყო, უფრო კონკრეტულად - მეოცე საუკუნის დასაწყისი და, კიდევ უფრო კონკრეტულად - გალაკტიონი.
რატომღაც მგონია, რომ გალაკტიონის მერე ქართული პოეზია უკან-უკან მიდის.
უფრო სწორად - გალაკტიონის ჩრდილშია მოქცეული და ამ ჩრდილიდან გამოსვლას ამაოდ ცდილობს (დაახლოებით ისე, როგორც რუსთაველის შემთხვევაში იყო).
და მაინც: მე-20 საუკუნეში იყვნენ (ჩემი აზრით) დიდი პოეტები: ტერენტი გრანელი, ტიციანი, პაოლო, მუხრანი...
დღევანდელ საქართველოში მე "დიდ პოეტს", როგორც ასეთს, ვერ ვხედავ.
ღმერთმა ქნას, მალე გამოჩენილიყოს.
P.S. გარკვეულწილად ლიტერატურა მართლაც დოღია და "ცხენთა შეჯიბრებაა" თავისი მერნებით და ლურჯა ცხენებით
This post has been edited by
Menestrel
on 15 Mar 2015, 01:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44037030
· 15 Mar 2015, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შენ ვერ ხედავ და მე ვხედავ დიდ პოეტებს : ))
აი ბესიკს ვხედავ ხარანაულს, საჯაიას ვხედავ, რატიანს და შენ რატო აფასებ ვინ დიდიადა ვინ არა. მე დავწერე ვინც მიყვარს და ვისაც მაგარ პოეტებად ვთვლი, თუმცა გამორჩევა შეიძლებათქო აქედანაც.
ვიცი ეგ, კაი გემოვნება რომ მაქვს. : ))) და საერთოდაც გემოვნების ამბავია ყყველაფერი, პოეზიაც.
რითმის დახვეწას რას ეძახი შენ ვერ გავიგე რა , ურითმოებს რო წერენ გარითმონ თუ რანაირად დახვეწონ მიუთითე ბარემ გცოდნია და, ზუსტად თქვი აბა რას როგორ დახვეწდი ან რააა დასახვეწი.
რაც შეეხება იმას რომ მე20 საუკუნეს ეკუთვნნიანო, ეს პოეტები :
ბესიკ ხარანაული
ჯარჯი ფხოველი
ტარიელ ჭანტურია
ვაჟა ხორნაული
გივი ალხაზიშვილი
ტარიელ ხარხელაური
ლია სტურუა
და ვახტანგ ჯავახაძე.
მე-20 როგორ ეკუთვნიან როცა დღესაც წერენ ? თან მგონი იმაზე მეტს რაც მე-20 საუკუნეში დაწერეს .
თანა-მედროვეები არიან ესენიც ისევე როგორც საჯაია და რატიანი.
თუ ახალგაზრდების თქმა გინდა და "თანამედროვეში" გულისხმობ ახალგაზრდებს ეგეც უნდა თქვა მაშინ..
გალაკტიონი დიდია. მაგარი. მიყვარს.
გალაკტიონს ნუ დაელოდები აღარ გამოჩნდება. არც შოთა. არც ვაჟა-ფშაველა. ეგენი არიან უკვე.
გამოჩნდა ხარანაული, გამოჩნდა ლია სტურუა, გამოჩნდა ზვიად რატიანი, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი, თემურ ჩხეტიანი და ა.შ..
გავა დრო და იტყვიან როდის გამოჩნდება კიდე ხარანაული რო იყო ისეთიო. ისეთი არ გამოჩნდება : ))) არავინ. ისეთი იქნება უკვე ერთადერთი. გამოჩნდებიან კიდევ მაგრები. სხვები.
მე ვერ ვაჯიბრებ პოეტებს, ზოგი მეტად მომწონს უბრალოდ.
შენ შენებურად ხედავ და აჯიბრებ. შენი საქმეა და შენი გემოვნების ეგეც რა თქმა უნდა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#44037064
· 15 Mar 2015, 01:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამოწყვეტაა
წამყვანი მაგარია, იმენა სუფრაზე ზის და თამადობს
This post has been edited by
merciamercia
on 15 Mar 2015, 01:57
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0547 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.