ავირჩიოთ ახალი მთავრობა. ოღონდ ქოცები დავტოვოთ, როგორც ფიქტიური მთავრობა მთავრობაში.
დავტოვოთ ახლა რა სახით: მართვა და გადაწყვეტილეები მოვაშოროთ, მაგათაც აწყობთ, გაუხარდებათ და ამოისუნთქავენ.
ქონდეთ მხოლოდ ეს პრივილეგიები რაც აქვთ, ვლასწი, სკამები და ა.შ. ანუ უზრუნველვყოთ ქოცები მატერიალურად.
ამით მათ არ ვართმევთ იმას, რის გამოც მზად იქნებიან კბილებით გამოღადრონ ნებისმიერს ყელი, პირიქით, ვუმსუბუქებთ ტანჯვას.
გუბაზებს დავუტოვოთ მილიონები, სიმამრიჩას სიმამრს თუ მის ბრატებს ბიზნეს წილები,
ძიძიგურისნაირი წლების მანძლზე მაწანწალას იერის მქონე ტიპებს დავუტოვოთ ეს ბუზის არდამფრენი ვზგლიდები,
ბიძოს, ტყემალაძეებს, თოფაძეებს და სხვა მსგავს გენიალურ ელიტას ბიზნეს გავლენები და ინტერესები. შედარებით წვრილფეხობას, როგორებიც არიან
კობახიძე, ბესელია, ზაქარეიშვილი, ქუცნაშვილი და ეგეთებს დავუტოვოთ ეს ერთადერთი რაც მოიპოვეს _ თვითრეალიზაციის ილუზია.
კიდევ უფრო წრილფეხობას _ დეპარტამენტების და სამსახურების უფროსებს, მერებს, გამგებლებს, საკრებულოების შპანას, ახლობელ-ნათესაობით დანიშნულ
პოლიციის სამამრთველოების თუ ციხეების უფროსებს, ხადურის მიერ სამინისტროებში მიყვანილ გლეხობასაც და ბოლო რგოლის მასასაც კი დავუტოვოთ ის რაც აქვთ _
რამდენიმე ასეული ლარი, ბენზინის ტალონები და გულავი, პაგონები და კრიჭინ-ზიზია ქსივები, აიფონები, გადიდკაცების მერე მომატებული ლაიქები და ფრენდები,
ლევად დაწყებული და ცოლის სახელზე გაფორმებული შაურმის ბუტკები, უბრალოდ მინი გავლენა და სხვა ათასი მათთვის საბედნიერო წვრილმანი....
ნუ იქ შიგადაშიგ არამატერიალურზე აქცენტირებულ მღიჯიან ქოცებს წიპა ჯაჭვლიანი, ქანთარია და ა.შ. მივცეთ ცოტა საქმეც,
ვაფიქრებინოთ ვითომ რაღაცასაც აკეთებენ, რომ არ მოიწყინონ და არ აბუნტდნენ.
ასევე მათ მივატოვოთ მათი მხარდამჭერები, გამპრავებლები, ამათ ჩადენილ ყოველ ლყეობაზე ნაცებისდროინდელი ამბების ვიდეობით თემების მხსნელი და
რაღაც ვირტუალური სიებით, გადამრჩენელი პოლიტიკური ვექტორების თეორიებით მორბენალი გაბოროტებული, ლექიანი ფსევდოინტელიგენცია. იყვნენ რა...
ან სულაც ავდგეთ და ოფიციალურად შევქმნათ "ნაცების დედსითყვნის მამის შიმშილის და მათი ფეხზე წამოდგომის მცდელობის ჩანასახშივე მოსპობის" სამინისტრო,
და იქ შევყაროთ ესენი ყველა. წარმოიდგინეთ რა ენთუზიაზმით იმუშავებენ და რა კმაყოფილები იქნებიან....
(დაუჭამიათ ერთმანეთი)
ვაჩუქოთ ამ ხალხს ეს ყველაფერი, ვაჭამოთ. რაღაც პერიოდი ორმაგად გავიჭირვოთ და გავრისკოთ რომ
ახალმა მთავრობამ არ ჭამოს ამათზე მეტი (ამაში სუ ვცდებით, მარა ეეეეეეერთიც ვცადაოთ, დასაკარგი აღარაფერია).
და მერე და მერე იქნებ გვეშველოს, ისე მოვძლიერდეთ რომ ამათაც გავუქაჩოთ და ახალსაც და
ამ მოძლიერების პარალელურად თანდათან მოვუჭიროთ ქოცებს მარყუჟი.
მე ვფიქრობ, რომ ესენი ისეთი დოდოები არიან, მოგვცემენ ამის საშუალებას

რას იტყვით?