ადრე გვახსოვს მთავრობის წარმომადგენლები,განსაკუთრებით მერები და გამგებლები ხალხთან წუწუნებდნენ და თავს იმართლებდნენ ბიუჯეტში ფული
არ არისო და რა ვქნათო..
დღეს კი შეხედეთ:
პრემიერმა ის რაიონები დაასახელა, სადაც გამოყოფილი თანხები "ეფექტურად და სრულად აითვისეს"
აზრზე ხაართ? საქართველოში თანხების ათვსების პრობლემაა.. საქართველოში ხალხნო
პრემიერმა ის რაიონები დაასახელა, სადაც გამოყოფილი თანხები "ეფექტურად და სრულად აითვისეს"
17:17 11-03-2015
პრემიერმა ის რაიონები დაასახელა, სადაც გამოყოფილი თანხები "ეფექტურად და სრულად აითვისეს" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და ის ქალაქები და გამგეობები გამოყო, სადაც ეფექტურად და სრულად აითვისეს გამოყოფილი თანხები.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, არის გამგეობები და ქალაქები, სადაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს და სრულად აითვისეს თანხები, თუმცა არის რაიონები, სადაც დაბალი ათვისება და ჩამორჩენაა.
"მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი – აქ 90%-ის ფარგლებშია ათვისება გასულ წელს. იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი, ჭიათურა, ასევე, ქვემო ქართლი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, წალკა – აქაც არის ძალიან კარგი შესრულება. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100%-იანი ათვისება. სენაკი, აბაშა, მარტვილი, ზუგდიდი ასევე მაღალი ათვისებაა. გურიაში - ჩოხატაური, ოზურგეთი, აჭარაში – შუახევი არის 100%-იანი ათვისება. ხელვაჩაურში არის 99%-იანი ათვისება, ხულოში 98%-იანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დანარჩენ რაიონებს აქვთ შედარებით დაბალი ათვისებები და მოუწოდა მათ, რომ გამოასწორონ სასწრაფოდ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასევე თანხების მაღალი ათვისებაა რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ონის რაიონსა და ამბროლაურში, თუმცა დანარჩენ რაიონებს აქვთ დაბალი ათვისება და მათაც მოუწევთ, რომ წელს ეს მაჩვენებელი გამოასწორონ.
რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, ღარიბაშვილის განცხადებით, მთიანეთში არის 80%-იანი ათვისება. დანარჩენებს აქვთ ჩამორჩენა 70%-ს ქვემოთ.
"ეს არის მაგალითები, რომლებიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა. წელს გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ კონცენტრირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც არის დაწყებული. ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ყველა პროექტი, დროულად უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და პროექტების მიმდინარეობას გავუწიოთ კონტროლი და მონიტორინგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...isesq.html?ar=A