http://www.dasaqmeba.ge/gancxadeba/view/2874"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ საერთაშორისო პროგრამას ბელგიასა და ჰოლანდიაში.
პერიოდი: 26 აპრილი - 05 მაისი, 2015 წ.
პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
ტრეინინგ-პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გლობალიზაცია, კულტურათაშორისი გაცვლები, ეკონომიკური მოდელები, ადამიანის უფლებები და დიპლომატია. ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.
პროგრამა მიმდინარეობს ევროპარლამენტის პატრონაჟითა და მეთვალყურეობით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები: ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპარლამენტში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგიონულ საინფორმაციო ცენტრში.
პროექტის პირველი ნაწილი ხორციელდება ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია დელეგატების ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპარლამენტში, სადაც ისინი შეხვდებიან მსოფლიო დონის დიპლომატებს, შესაძლებლობა ექნებათ, უფრო ახლოს გაიცნონ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი საქმიანობა.
მეორე ნაწილი ჰოლანდიის ულამაზეს ქალაქ - მაასტრიხტში ხორციელდება, სადაც ახალგაზრდები უშუალო მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მუშაობაში, ახლოს გაიცნობენ მის პრინციპებსა და ღირებულებებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-35 წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 1200 ევროს, რომელიც მოიცავს:
** პროგრამაში მონაწილეობას
** საცხოვრებლის ხარჯებს ორივე ქვეყანაში
** კვებას
** ქალაქში ტრანსპორტირებას
** სოციალურ აქტივობებს
** ვიზიტებს უმაღლეს ორგანოებში
** თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)
** დიპლომატიურ ვახშამს
** კონფერენციისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალებს
** საერთაშორისო სერტიფიკატს.
http://www.dasaqmeba.ge/gancxadeba/view/2874