ნოსტრადამუსის ცხრა წინასწარმეტყველება 2015 წლისათვის2014, 16 დეკემბერი, 13:59
ყველასათვის კარგად ცნობილმა წინასწარმეტყველმა ნოსტრადამუსმა სულ გამოსცა 12 ცენტურია, ანუ ყოველწლიური ალმანახი, აგრეთვე უამრავი წინასწარმეტყველური ნაწარმოები. ცენტურიები და სხვა წინასწარმეტყველური მოთხრობები დღემდე აქტუალურია და აღსანიშნავია, რომ მათში მოყვანილი საკმაოდ ბევრი წინასწარმეტყველება ამხდარა. ახლა მინდა გიამბოთ, თუ რა გველოდება, ნოსტრადამუსის აზრით, დამდეგ 2015 წელს.
image
1. თუ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას დავეყრდნობით, 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ელოდება ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოწვევს. მართლა მოხდება თუ არა ეს საშინელება, ამას მალე შევიტყობთ (იმედი ვიქონიოთ, რომ დიდი წინასწარმეტყველი ამჯერად შეცდა და ეს შემზარავი ტრაგედია არ მოხდება).
image
2. გარდა ამისა, დიდი წინასწარმეტყველის აზრით, 2015 წელს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება გერმანიასა და საფრანგეთს... და კიდევ, ერთბაშად ოთხი სახელმწიფოს ლიდერზე განხორციელდება მათი სიცოცხლისათვის საშიში თავდასხმა.
image
3. ასტროლოგის წაინასწარმეტყველებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ცნება
"გადასახადი" შეწყვეტს არსებობას, ხოლო მეცნიერები გააკეთებენ უდიდეს აღმოჩენას, კერძოდ, შექმნიან მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს.
image
4. და კიდევ: კაცობრიობა იპოვის იაფი ელექტროენერგიის მიღების ახალ ხერხს. სავარაუდოდ, მისი მიღების წყაროდ გამოყენებული იქნება მზის ენერგია. ეს დიდ გავლენას მოახდებს მსოფლიოს ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს მას.
image
5. ნოსტრადამუსის აზრით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზრდება სოციალური ცხოვრების დონე. თუმცა ფინანსური კრიზისი კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ კრიზისის ზეწოლას ევროპის ქვეყნებზე მეტად აშშ იგრძნობს.
image
6. ნოსტრადამუსმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა ვულკან ვეზუვის უძლიერესი ამოფრქვევა, რომელიც ნავარაუდევია 2105 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისათვის. ეს იქნება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული სტიქიური უბედურება, დაიღუპება უამრავი ადამიანი, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს მრავარიცხოვან მიწისძვრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და პლანეტა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩაიძირება სიბნელეში.
image
7. და აი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება 2015 წლისათვის- დედამიწაზე დაიბადება ახალი მესია, რომელიც მომავალში გააერთიანების მიწებს და ცივილიზაციას გადაარჩენს ბოროტებისა და ცოდვებისაგან, რომელშიც ნელ-ნელა იძირებიან ადამიანები.
8. გარდა ამისა, სწორედ 2015 წლის დასაწყისს მიაწერს ნოსტრადამუსი ახალი რელიგიის დაბადებას, რომელიც 2040 წლისათვის გაბატონებული რელიგია გახდება დედამიწაზე. მის გარშემო შემოიკრიბება საზოგადოების უმეტესი ნაწილი (ჯობსის ფოტო, რა თქმა უნდა, ხუმრობითაა მოყვანილი, თუმცა ეს გაშარჟებული სურათი დიდი ხანია არსებობს).
image
9. და უკანასკნელი, 2105 წლის დასაწყისში ახალი კონფლიქტი იფეთქებს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და თურქეთს შორის და მსოფლიო სერიოზულად დადგება მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე.
image
P.S. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანებს ეყოფათ გონიერება იმის შესაცნობად, თუ რა კატასტროფული იქნება მთელი პლანეტისათვის მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ღმერთმა დაგვიფაროს მეტი წილი ამ წინასწარმეტყველებების ახდენისაგან. ბუნებრივ კატაკლიზმებს ადამიანი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მას ხელეწიფება თავიდან აირიდოს შეიარაღებული კონფლიქტები და ომები.
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...98%E1%83%A1/90/წავიკითხე 2 დღის უკან და გამეცინა იმდენად ზღაპრულად მომეჩვენა ზოგიერთი
მაგრამ დღეს ინტერნეტში წავაწყდი ამ სტატიას
იაპონელმა მეცნიერებმა ელექტრო ენერგიის უკაბელოდ გადაცემა შეძლეს
მიკრო ტალღების გამოყენებით მკვლევარებმა 1.8 კილოვატის გადაცემა მოახერხეს, აღნიშნული ენერგია საკმარისია ელექტრო ჩაიდნის ასამუშავებლად. მანძილი, რომელზეც ენერგია გადასცეს 55 მეტრია, ხოლო სიზუსტე - უნაკლო.
მიუხედავად პირველადი მანძილის სიმცირისა, ექსპერიმენტის წარმატება დიდ გარღვევას ნიშნავს ამ სფეროში, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის მზის ენერგიის კოსმოსში მოპოვებასა და მის დედამიწაზე გამოყენებას. აღნიშნულის შესახებ იაპონიის კოსმოსური კვლევების სააგენტოს პრეს-სპიკერმა ისაუბრა.
მისივე თქმით, სააგენტო უკვე წლებია მუშაობს კოსმოსური ენერგიის პროექტზე.
მზის ენერგიის კოსმოსში მოპოვება კაცობრიობისთვის ელექტრო ენერგიის უშრეტი წყაროს გაჩენას ნიშნავს.
იდეის მიხედვით დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს რამდენიმე სატელიტი, რომელიც მიკროტალღების საშუალებით შესაბამის მოწყობილობებს დაგროვებულ ენერგიას გადმოსცემს და დედამიწაზე გაანაწილებს. ენერგიის მომპოვებელი სატელიტები დედამიწის ზედაპირიდან 36,000 კილომეტრის დაშორებით იფრენენ.
კოსმოსური ენერგიის მოპოვების იდეა 1960-იან წლებში გაჩნდა, თუმცა იაპონიის სახელმწიფომ ამ პროექტის დაფინანსება მხოლოდ 2009 წელს დაიწყო.
http://goodnews.on.ge/news/137-iaponelma-m...adacema-shezlesსაინტერესოა არა?
This post has been edited by iase on 13 Mar 2015, 15:06