#44866724 · 13 Jun 2015, 09:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეისათვის, დროისა და თანხების ეკონომიის მიზნით, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აღმოცენდება, ექიმთან ვიზიტის ნაცვლად პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას სხვადასხვა რეკლამაზე, ნაცნობთა გამოცდილებაზე ან ფარმაცევტის რეკომენდაციაზე დაყრდნობით. შედეგად არასწორად ხდება წამლის დოზირების, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შერჩევა, მხედველობაში არ მიიღება წამლის გვერდითი და უკუჩვენებები. არასწორმა მკურნალობამ კი შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის პროცესისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მაგ; საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების კვალიფიციური ექიმის რეკომენდაციის გარეშე უკონტროლო მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება იწვევს მიჩვევას, ტოქსიურად მოქმედებს თირკმელებზე, ხოლო იმუნომოდულატორების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა იმუნური სისტემის მუშაობა დაარღვიოს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ფართოდ გავრცელებული ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ანტიბაქტერიული პრეპარატების სწორად შერჩევა, დოზის გათვლა და მკურნალობის კურსის დადგენა მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეულ დაავადებებზე მოქმედებენ, ამიტომ მათი მიღება ვირუსულ ფონზე (გაციება, გრიპი) უსარგებლოა, ანტიბიოტიკები ვირუსზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, მხოლოდ მოხდება ორგანიზმის დასუსტება და გამოჯანმრთელების პროცესის გაჭიანურება.
პაციენტთა უმრავლესობა, მკურნალობის დაწყებისას როგორც კი გაუმჯობესებას იგრძნობს მკურნალობის კურსს დროზე ადრე წყვეტს, რასაც შედეგად მოყვება დაავადების ნელი პროგრესირება, ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის დროს ბაქტერიები წამლის მიმართ რეზისტენტობას იძენენ, რაც ართულებს მათ განადგურებას.
არანაკლებ საშიშია უსაფუძვლო ხანგრძლივი მკურნალობაც. ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს დისბაქტერიოზი, ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებები და სხვა.
პაციენტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სინთეტური მედიკამენტებისაგან განსხვავებით, ფიტოპრეპარატებს გვერდითი ეფექტები არა აქვთ, ამიტომ მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც ხვდება ორგანიზმში შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს პაციენტზე, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებსაც.
ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც კი, რომლებიც ყოველთვის არ ითხოვს ექიმის დანიშნულებას, უსაფრთხოა მხოლოდ ხანმოკლე მიღებისას თერაპიულ დოზებში. მათმა უკონტროლო გამოყენებამ, შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. წამალი, რომელიც ერთხელ გამოყენებისას ეფექტური იყო, მომავალში შეიძლება უეფექტო აღმოჩნდეს, ამიტომ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
თვითმკურნალობა განსაკუთრებით საშიშია ბავშვების, ორსულებისა და ხანდაზმულებისათვის. აუცილებელია მაღალკვალიფიციურ ექიმთან ვიზიტი, რადგანაც ის არჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას პაციენტის ფიზიოლოგიური თავისებურებების, ასაკის, სხეულის მასის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|