http://info9.ge/sazogadoeba/videoreportazh...html?lang=ka-GEუგულავა „ლურჯი მელიას მმართველობაზე“ და ტაში სასამართლო დარბაზში
დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს დარბაზი, სადაც მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.
„რაც აქ ხდება, არის ფარსი. პროკურატურა გავიდა კონსტიტუციური სივრციდან“ - დარბაზის დატოვებამდე ამ სიტყვებით მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს.
უგულავას თქმით, საქართველოში კლასიკური „ლურჯი მელიას მმართველობაა“, რომელიც ყველას ატყუებს, ხოლო „უფროსობა ლაქიებივით დარბის სოლოლაკში“.
უგულავას თქმით, გადაწყვეტილება მისი აღკვეთის ღონისძიების შესახებ წინასწარ არის მიღებული და ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. უგულავას განცხადებით, მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
„შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არცერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება.
ალბათ, თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლე. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტხანს იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტხანს ვიყო პატიმრობაში. ამიტომ, თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა. აღნიშნულ საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას კი დაუმძიმდათ.
------------------------------
ამ ამბავში ფაიზაღია უგულავა.
თუ საქართველოს მთავრობას და ქართველ ერს (ვინც მთავრობას აძლევს მართვის უფლებას) უნდა რომ ცივილიზებული ერი ერქვას მას, ეგ კაცი უნდა გაანთავისუფლონ.
როგორი მტყუანიც არ უნდა იყოს ეგ პარტია, და როგორი ამაზრზენიც არ უნდა ჩანდეს უგულავას პიროვნული ხასიათი საზოგადოებისთვის ეგ არ ნიშნავს რომ უდანაშაული ადამიანი უკანონოდ ციხეში უნდა გააჩერო.
თუ დამნაშავეა, უნდა დაუმტკიცო და შესაბამისი სასჯელი მიუსაჯო.
თუ ვერ უმტკიცებ - უნდა გაუშვა.
This post has been edited by SIDCFC on 15 Mar 2015, 21:42