#44065077 · 18 Mar 2015, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი, 2012ში ვაბარებდი და მაშინ ასე ხდებოდა, იყო სამი ტური 1) თავისუფალი თემა ანუ როგორც გამოცდა გვაწერინებდნენ თემას, ჩვენი აზრით სცენარის პონტში და გვაფასებდნენ 2) გასაუბრება, რომელიც ჩაგიტარდება შენ, შემიძლია დაგამშვიდო, საკმაოდ მარტივია, აქ გვთხოვდნენ წარმოგვედგინა თუ რამე ნაშრომი გვქონდა, გასაუბრებაზე მერაბ კოკოჩაშვილი, სანდრო ვახტანგოვი და მიხო (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს) ისხდნენ, კითხვებს გისვამენ საკუთარი გამოცდილებიდან, ანუ რამე ცოდნა თუ გაგაჩნია ტელე-კინო სფეროში, საყვარელი ფილმი, რეჟისორი, მწერალი და ასე შემდეგ, ყველაზე მთავარი რასაც ყურადღება უნდა მიაქციო ის არის რომ გეკითხებიან რა არის შენი მოტივაცია, მხოლოდ "კინო მიყვარს" და "შემოქმედი ვარ" არ უპასუხო, ძირითადი ინტერესი ჭირდებათ რა.. კიდე ჩემ დროს 3-ე ეტიუდი იყო, თუმცა იმ წელსვე გააუქმეს და შენ არამგონია შეგხვდეს.. მომზადებით კიდე ვერსად მოემზადები, უბრალოდ ეცადე იქ მოაწონო თავი რა. არ ინერვიულო, წარმატებებს გისურვებ.. მე თსუში ვსწავლობდი იგივე ფაკულტეტზე და აქ ჩამოთვლილი ლექტორები იქაც მყავდნენ და ძალიან კარგი ხალხია, უბრალოდ მომთხოვნები არიან და უსაქმურები არ ევასებათ :დ
|