არველაძე უკრაინაში რას იზამს არ მაინტერესებს, თუ უნდა საუნა გახსნას და წინ შაურმის ბუტკა დაუდგას, უბრალოდ საინტერესოა საიდან აქვს ამხელა ფინანსური რესურსი რომ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია გააკეთოს?
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე უკრაინაში ბიზნესს იწყებს.
როგორც მან უკრაინულ გამოცემა delo.ua–ს განუცხადა, აპირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნას. ამ მიზნით განიხილავს რომელიმე არსებული შენობის შეძენას და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას. ის მაგალითად ბენდუქიძის მიერ აგრარული უნივერსიტეტის დაფუძნებას ასახელებს, რომელიც სიმბოლურ ფასად ნაყიდ შენობაში ჩამოაყალიბა,
არველაძე ახალი უმაღლესი სასწავლებლის ინვესტორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ჰყავს საინტერესო პარტნიორები, საინტერესო კონცეფცია. კომპანია კი, რომელიც ინვესტიციების მიზიდვაზე იზრუნებს, ნიო–იორკიდანაა.
„დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ორ–სამ წელიწადში უკრაინაში ყველაზე კონკურენტუნარიან უმაღლეს სასწავლებელს შევქმნით, რომელიც მთლიანად იქნება ინტეგრირებული განათლების დასავლურ სისტემასთან. ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეეძლება ნებისმიერ ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში წასვლა და განათლების გაგრძელება მაგისტრატურაში... ლექტორებად მოვიწვევთ დასავლეთის ყველაზე წამყვანი ინსტიტუტების პროფესორებს და ასევე უკრაინელ სპეციალისტებს,“ – განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, უკრაინაში ხედავს უმაღლესი განათლების, როგორც ბიზნესის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს. ახლა კი ამ სფეროში სავალალო სიტუაციაა და უკრაინული სასწავლებლის მიერ გაცემული არცერთი დიპლომი არაა კონკურენტუნარიანი უცხოეთში.
გიორგი არველაძის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც უკრაინიდან სასწავლებლად დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპაში ან ამერიკაში წავიდნენ. ისინი მიდიან, რადგან სამშობლოში ალტერნარივა არ გააჩნიათ. ეს ვითარება კი, როგორც არველაძე ამბობს, არის კარგი ბიზნეს–პოტენციალი.
„ეს ყველაზე კეთილშობილი საქმეა, რადგან ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ახალი თობა, რომელსაც ესმის, როგორ უნდა ააშენოს ეკონომიკა, რომელსაც აქვს კარგი განათლება და სწორად განსაზღვრული ღირებულებები, საკუთარი მომავლისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ხედვა,“ – აცხადებს გიორგი არველაძე.
მისი თქმით, სწორია მიდგომა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტს, სტუდენტი კი თავად არჩევს, რომელ სასწავლებელში „წაიღოს“ ეს ფული.
ახლა უკრაინაში ეს რეფორმა იწყება და რამდენიმე თვეში სისტემა შეიცვლება, რაც, როგორც გიორგი არველაძე ამბობს, აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რადგან დაიწყება თავისუფალი კონკურენცია უმაღლეს სასწავლებლებს შორის.
“საქართველოში ბოლო 10 წელია არ არის კორუფცია უმაღლეს სასწავლებელში, ჯამში 100–150 მილიონი კერძო ინვესტიცია ჩაიდო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ყველაზე რეიტინგულები კი კახა ბენდუქიძის სასწავლებლებია – მან ორი უნივერსიტეტი შექმნა,“ – განუცხადა საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა უკრაინულ გამოცემას.
წყარო
http://commersant.ge/?m=5&news_id=19795&cat_id=7 This post has been edited by GOVEN on 16 Mar 2015, 15:19