ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში ქართული ანბანის ძეგლი დადგეს
17:43 17 მარტი, 2015
-+
„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოედანზე „ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს და შიშობენ, ამ ძეგლს ირანის უშიშროების სამსახური დაანგრევს. ტომარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
„გუშინ ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოედანზე, მიუხედავად ირანელების წინააღმდეგობისა, „ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს.
ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ - ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს: მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას და საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად არიან...
მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად!" - აცხადებს ტომარაძე.
http://scandal.ge/?menuid=86&id=8088&lang=1