ცოტნე გამსახურდია:
"ახლა ერთი რამე მინდა ვთქვა და კარგად მისმინეთ. და ვინც ვერ გაიგებს, კითხვა ისწავლოს, ან ცივი წყალი დალიოს:
ალბათ ბევრი არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობამ მეტი ფიზიკური, მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა, ვიდრე ამ სიტყვების ავტორს. და აბსოლუტურად ზუსტად, ასეთები არ არიან იმ პოლიტიკურ თუ კვაზიპოლიტიკურ სუბიექტთა შორის, ვინც დღეს სიძულვილის ენით აქაფებული, ნეგატიური ემოციების გაღვივებით თანამოაზრეთა შეძენას, კონსოლიდაციას და პოლიტიკური წონის შეძენას ცდილობს!
არ ვახარისხებ ადამიანებს მათი პარტიულ-პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით კუთვნილების მიხედვით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ მჯერა თითქოს ადამიანის სულს რაიმე "აწერია". არაერთი მეგობარი, ნაცნობი თუ ახლობელი მყავს სრულიად საპირისპირო კუთვნილების და შეხედულებების. თავადაც არაერთხელ შემიცვლია შეხედულება სრულიად ნებაყოფლობით და მიმაჩნია, რომ ეს მუდმივი და ბუნებრივი პროცესია: დაე, ჭეშმარიტება დისკუსიაში, თავისუფალ გარემოში დაიბადოს. ადამიანის ცვლილება აზრის სისწრაფით ხორციელდება და ამ ცვლილების ან მისი არარსებობის გამო არავისა აქვს უფლება, მისი ძირითადი უფლებების შეზღუდვისა. დიახ, სისხლის სამართლის დამნაშავეები შესაბამისი წესით უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამას ისტერიასთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო.
ვფიქრობ, ადამიანის ერთერთი მთავარი ღირსება, რაც მისთვის და სხვათათვის არის სასიკეთო, სწორედ ცხოვრებისათვის გარკვეული დისტანციიდან ყურებაა. გავეშებულმა, თვითაჟიტირებულმა მარაზმატიკებმა შესაძლოა რაგინდ სწორ და მართებულ იდეებსა და იდეოლოგიებს დააკარგინონ მიმზიდველობა! მით უფრო, რომ ეს მარაზმატიკები ხშირად არცთუ უანგარონი არიან - პოლიტიკურად თუ მატერიალურად.
ვისაც ნაციონალების დანაშაულის გამოვლენა ან, გნებავთ, სამართლიანი შურისგება სურს, დაე, კანონის უზენაესობა მოითხოვოს და მის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი; და არა - ისედაც დაბნელებული ქვეყნის სიძულვილის უკუნეთში ჩაძირვას!"
https://www.facebook.com/tsotne.gamsakhurdia=======================================================================================
ვეთანხმები!
This post has been edited by Denmark on 18 Mar 2015, 15:28
მიმაგრებული სურათი