პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფის ამსახველ ახალ კადრებს ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ვიდეო იანვარშია ჩაწერილი.მისი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, მოგვიანებით, პატრულის თანამშრომლები, პროკურატურის ჩარევის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"სამწუხაროდ, ისევ გვიწევს საუბარი იმ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიციისადმი და სამართალდამცველი ორგანოებისადმი. კერძოდ, იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ კეთილსინდისიერად. ეს ფაქტი იანვარში მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში. ხაზს ვუსვამ, რომ მძღოლთან მიმართებაში არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი შედგა იმ პირებთან, რომლებიც იყვნენ ამ მანქანაში. ამ ადამიანებმა მიაყენეს სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომლებს. საჭირო გახდა პატრულის სხვა დანაყოფების ჩართვა იმისათვის, რომ მათი ეს ძალადობა აღეკვეთათ.
ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნისთვის. მოგვიანებით, რამდენიმე საათში ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ, დაკავებული მოძალადე გაათავისუფლეს. ხოლო პატრულის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, დაიწყეს გამოძიება და დევნა, დისციპლინური საქმის წარმოება. რა ინფორმაციაც გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას პროკურატურის ორგანოებიდანაც. პირდაპირ პროკურატურიდან ითხოვდნენ ამ ადამიანების გათავისუფლებას. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ისჯებიან სახელმწიფო სამსახურისათვის პატრულის თანამშრომლები. ეს არის სამწუხარო რეალობა.
ამის მიზეზია ის, რომ ბატონი დავით ცინარიძე ისევ არის თანამდებობაზე. ბატონი ბერიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ინციდენტში მონაწილეობდა, დღემდე არის თანამდებობაზე. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მოხდა ბათუმში, როდესაც კრიმინალებს საშუალებას აძლევდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელებისათვის", - თქვა კუბლაშვილმა.
http://news.ge/ge/news/story/127869-patrul...khyofa-miayenesდაგეხურა ჯობდა, პოლიტიკაში რატომ გადაიტანე.
This post has been edited by Z A Z A on 18 Mar 2015, 14:18
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo