Jayhanrygatsbyაბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს მასალა,
რომელიც მას წარმოაჩენს როგორც მოაზროვნე, შემოქმედებით ადამიანს. ეს შეიძლება
იყოს, მოთხრობა, სცენარი, ნახატი, ჩანახატი, იდეები, ფოტოები, ფოტოკოლაჟი და სხვ.
აბიტურიენტი მხოლოდ წარმოდგენილი ნამუშევრების დადებითად შეფასების შემდგომ
დაიშვება მისაღებ გამოცდაზე.
გამოცდა ჩატარდება ორ ტურად
I ტური
წერითი გამოცდა - შეთავაზებული თემებიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის
საინტერესო თემას, ამბავს, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად
დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და
ფანტაზიის უნარი.
II ტური
გასაუბრება - რომელზეც აბიტურიენტი წარმოაჩენს: მოტივაციას, ზოგად
ინტელექტუალურ და განათლების დონეს ლიტერატურასა და ხელოვნებაში; ინტერესებს
სფეროს; ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს.
აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი
წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად;
აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ისტორიის შექმნა შეთავაზებულ
თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა);
ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება;
მოვლენის განვითარების აღწერის/გადმოცემის უნარი ფერწერული ტილოს ან
შეთავაზებული ამბის მიხედვით (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით).
ეპიზოდის ან სცენის გახსენება პირადი ცხოვრებიდან, ან მოვლენა, რომლის მოწმეც
ყოფილა.
უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 27 მაისს და გაგრძელდება 8
ივნისამდე ყოველდღე (კვირის გარდა) 12–დან 18 სთ–მდე. მიმღები კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. # 19 (უნივერსიტეტის 1–ლი კორპუსი).
ტელ: 2 99 70 16; 2 96 13 92; მობ. 5 77 28 87 17
აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (დიპლომი
ან ატესტატი), მიმდინარე სასწავლო წელს კურსდამთავრებულებმა ცნობა;
ბ) 4 ფოტოსურათი ( 3 X 4).
გ) პირადობის მოწმობა (ასლთან ერთად).
ვაჟებმა დამატებით სამხედრო ბილეთის ან\და მიწერის მოწმობის ასლი.
მობილობასთან დაკავშირებით არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება. შეგიძლია კონსულტაციებზე წახვიდე და ადგილზე გაარკვიო ყველაფერი.
კინო-ტელე ფაკულტეტზე 2015 წლის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებზე კონსულტაციები დაიწყება 21 მარტიდან (ყოველ შაბათს).
ტელერეჟისორის სპეციალობაზე - 14.00 საათზე (აუდიტორია N 216)
ხმის რეჟისორის სპეციალობაზე - 14. 00 საათზე (აუდიტორია N 301)
წარმატებები.