მე პირადად პირველი შეხება მქონდა 1999 წელს, და ალბათ ყველაზე დიდი შანსი გავუშვი ხელიდან.
ვაჟაზე მიმიწვიეს რაღაც შეხვედრაზე, რომელიც იყო ქსელური სისტემის მარკეტინგი. კერძოდ ონლაინში უნდა მეყიდა რაღაც ფრანგული კვების დანამატები (ნორმალური მაინც ყოფილიყო რამე) და მერე უნდა გამეყიდა, შემეკრიბა კიდევ ამით დაინტერესებული ხალხი და აშ.
მოკლედ მიდის დიდი ლექცია რომ მალე მსოფლიოში ონლაინ მაღაზიები გაიხსნება და ხალხი დაიწყებს ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვას და აშ.
მე კი ვზივარ და ნერვები მეშლება, რა ინტერნეტი, რას ნიშნავს ონლაინ მაღაზია და რამე.
ჩემს გვერდით კი იჯდა ერთი ჩემსავით მოწვეული საშუალო ასაკის კაცი, რომელმაც გადმომილაპარაკა და მითხრა: გატყობ ამათი დიდი ვერაფერი გაიგე, და საერთოდ დაივიწყე მათი ლექციები, ხოლო თუ გინდა მე გეტყვი ყველაზე მაგარ რამეს, რაც ძალიან დიდ ფულს გაშოვნინებსო.
რას თქო ვკითხე.
რას და, დ ო მ ე ნ ი იყიდე რამე "ქომზე" და მერე მაგარ ფასად გაყიდიო.
ჩემთვის ვიფიქრე რა დომენი ეგ რაღა ჯანდაბაა თქო....
მოკლედ.... ასე მივქარე საშვილიშვილოდ რომ დეტალურად არ გამოვკითხე რაზე მელაპარაკებოდა და როგორ შემეძლო მისი ყიდვა ან გაყიდვა.
თვითონ ი-ნეტი კი სახლში მქონდა 2000 წელს, როდესაც ჩემმა მეგობარმა მომცა უზერ ნეიმი და პაროლი დაილ აპ-ით შესასვლელად და აქედან დაიწყო კიდეც ჩემი ინტერნეტ ისტორია.
თქვენ როდის "დაავადდით" ინტერნეტით?