
შპს ,,რუსთაველი ფროფერთიმ” და ჰაიატის კორპორაციამ, თბილისში, სასტუმრო ,,ჰაიატ რიჯენსის” (Hyatt Regency) მართვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
ჰაიატის ევროპა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის ვიცე პრეზიდენტმა, პიტერ ნორმანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა უმაღლესი კლასის სატუმროდ გარდაიქმნება.
,,მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ეს თვალსაჩინო ძეგლი შევმატოთ ჩვენს პორტფელს და კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჰაიატის ქსელი ევროპაში. პროექტ იმითაც არის განსაკუთრებული, რომ შუაგულ თბილისსში არსებული, არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონდე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას გარდავქმნით თანამედროვე, უმაღლესი კლასის სასტუმროდ. მოუთმენლა ველით საქართველოს დედაქალაქში სასტუმრო ,,ჰაიატ რიჯენსის” გახსნას, რომლის მთავარი დანიშნულებაა სტუმრებს დასვენებისთვის სასიამოვნო გარემო, დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილება და უმაღლესი კლასის შეხვედრების დარბაზები შესთავაზოს”,– განაცხდა პიტერ ნორმანმა.
სასტუმრო ,,ჰაიატ რიჯენსი თბილისი” განთავსებული იქნება რუსთაველის გამზირზე. ექნება 170 ნომერი, შეხვედრების რამდენიმე დარბაზი, ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრი.
,,ჰაიატ რიჯენსი თბილისის” სამუშაოები დასრულება 2017 წელს არის დაგეგმილი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ,,ჰაიატ რიჯენსის” ქსელი 150–ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი.
http://primetimenews.ge/%E1%83%98%E1%83%A3...83%A7%E1%83%9D/აბა წავიდა ახლა
სასტუმროები ვჭამოოოოთ?
ქართველები კვლავ მონებად იქნებიააან ამ სასტუმროშიიი
ტყუილია აგი
როდის დამთავრდება მომავალ დროში წერაააა
და ა.შ.