ნატოს ჯგუფი საქართველოში იმყოფება. გვაქვს იმედი, რომ ზაფხულის დასრულებისთანავე მზად ვიქნებით გავხსნათ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთვნელი ცენტრი. ეს იქნება კარგი სიგნალი ჩვენი თანამშრომლობისთვის. ეს არის საქართველოს ცენტრი, საქართველოს ტერიტორია, ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი. ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად ნატოსთან საქართველოს თავსებადობის გასაზრდელად. ერთად გავივლით წვრთნებს. ეს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს არის სიგნალი, რომ ჩვენ ვართ ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგული, რომ ნატო წარმოდგენილია საქართველოში", - განაცხადა აპატურაიმ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ars-ambobs.html