"მივესალმებით ზაქარეიშვილის, ჯაფარიძის და ჯაჭვლიანის მსგავს პატრიოტებს"- გზავნილი მოსკოვიდან
13:27 2015-03-19
მოსკოვში მცხოვრები და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ხომერიკი მმართველი გუნდის რამდენიმე წევრს ნამდვილ პატრიოტებად მოიხსენიებს.
,,რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტის ვლადიმერ ხომერიკის განცხადებით რუსეთში მიესალმებიან საქართველოში ხელისუფლებაში მყოფ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან პაატა ზაქარეიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და სოსო ჯაჭვლიანი. ხომერიკის განცხადებით ეს სამი პოლიტიკოსი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ზეწოლის მიუხედავად ისინი საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
„ჩვენ მივესალმებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან: პაატა ზაქარეიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი და სხვა პატრიოტები, რომლებიც მიუხედავად მრავალწლიანი ზეწოლისა, იბრძოდნენ იმისთვის რომ საქართველო ნამდვილად გამხდარიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული, იმისთვის რომ საქართველოს შეძლებოდა პოლიტიკაში გაეტარებინა ქართული ინტერესები და არა ის რასაც ამერიკელი კოლეგები ეტყოდნენ“ - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
http://newposts.ge/?l=G&id=69076-%E1%83%96...%83%9C%E1%83%98