კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
კარგ ჩანაფიქრს (იდეას) სწორი განხორციელება (იმპლემენტაცია) სჭირდება.
ერთია სურვილი , შენი მაყურებელი დააინტერესო გამოჩენილი ქართველი მეცნიერებით, მეორე როგორ გააკეთებ ამას. როგორ მიაწოდებ მაყურებელს ინფორმაციას.
არ ვიცი, დავიჯერო, თავადაც არ უყურებენ? ნუთუ ჰგონიათ, რომ მონოტონური ხმით წაკითხული ტექსტი, რომელიც ვიკიპედიის სტატიიდან აღებული ციტატებისგან არის შედგენილი, მიმზიდველია ? ტექსტიც არის. უბრალო ბიოგრაფია. მშრალი, ძალიან მშრალი.
შთაბეჭდილებას აძლიერებს მუსიკა, რომელიც უფრო პანაშვიდებს შეეფერება ვიდრე ამ ფსევდოდოკუმენტურ 30 წამიან ვიდეორგოლს, რომლის მიზანიც მაყურებელში ინტერესის გაღვივება უნდა იყოს.

ასევე მსურს შევეხო მეორე პანაშვიდურ მოვლენას სახელად "ქართული კლასიკა უკვდავია", რომელიც უამრავი ხელოვნების დარგის სხვადასხვა ჟანრების სხვადასხვა ნაწარმოებების უაზრო ნარევია (კომპილაციაა), სადაც ცეკვას ენაცვლება ნაგლეჯი ლექსიდან და ამ ნაგლეჯს კადრი ფილმიდან.
ეს ყველაფერი კი დაახლოებით 5 წუთში ხდება.

პ.ს ვიკიპედიას არ ვერჩი, პირიქით ჩემს მიერ ხშირად მონახულებად საიტების სამეულში შედის. და ხშირად ინფორმაციის ნომერ პირველი წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ამრეზით უყურებს. უბრალოდ , ვიკის აკადემიური სტილი მოსასმენად არ გამოდგება.
პ.პ.ს ეხლა ვიკის გადავხედე ნიკოლოზ მუსხელიშვილის მაგალითზე და ვიკიშიც კი უფრო ლამაზად წერია და მოისმინება.
რანაირად ახერხებენ? არ მესმის.
This post has been edited by 911GT2RS on 19 Aug 2016, 00:57
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen