...ჩემმა ახლობელმა, რამდენიმე კვირის წინ "იყიდა" რომელიღაც ფირმის დახმარებით იაპონიის
აუქციონიდან მანქანა (ფორესტერი) ძალიან "კარგი" პირობებით FOB უთხრეს 500$ და კონტეინერი 600 $
...თავიდანვე შემეპარა ეჭვი, იმიტომ, რომ 4 მანქანიან კონტეინერზე უთხრეს ეს ფასი, თან FOB-იც მგონი
უფრო მეტია ხოლმე აუქციონებზე, მაგრამ რა უნდა მეთქვა, მივულოცე ახალი შენაძენი

რაღაც დროის შემდეგ მოცემული მანქანა შევამოწმეთ აუქციონზე და არ იყო საერთოდ გაყიდული, ისევ იყიდებოდა

...ბოლოს გაირკვა, რომ აღნიშნულმა "დილერმა" რამდენიმე ასეთი "შენაძენი" გააკეთებინა რამდენიმე ადამიანს და ეს
დილერიც და ეს ფირმაც გაქრა

ერთადერთი საბუთი რაც უჭირავს ხელში ამ ადამიანებს არის ინვოისი ამ ქართული
ფირმის და ამ ინვოისის მიხედვით ჩარიცხული თანხის ქვითარი...
ხომ არ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა? და თუ გქონიათ რა მოიმოქმედეთ და როგორ მოაგვარეთ პრობლემა?
მოცემული ფირმის სახელი სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ და ხვალ დავწერ, იქნებ ვინმეს
გამოგადგეთ, რომ კიდე არ დაზარალდეს რომელიმე თქვენგანი, თან იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე მათ შესახებ...