ჟურნალისტი და იუმორისტი, ბაკურ სვანიძე, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და კომპანია “CBT GROUP“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება.
აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი, “კომედი გრუპი“-ს ერთ-ერთი წევრი, ოთო ლომთაძეა, როგორც სვანიძე აცხადებს, ლომთაძე იყო ერთ-ერთი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს, მოქალაქეთა დარბევას ემხრობოდა და მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიითაც გამოირჩეოდა.
სვანიძე, მიუღებლად მიიჩნევს ასეთი ადამიანთან თანამშრომლობას და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“ბატონო ბიძინა!
ბოლო დღეებია თვალს ვადევნებ თქვენი ხელისუფლების მომხრეთა მიერ დამზადებულ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდბენ – “არ დაივიწყოთ სისხლიანი რეჟიმი” “გახსოვდეთ 7 ნოემბერი” – და ა.შ. ამ დროს კი რას აკეთებთ თავად თქვენ და თქვენი ხელისუფლება?
მე, ბაკურ სვანიძე, პირდაპირ ვაცხადებ, (და არაერთხელ განმიცხადებია აქამდეც!) რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ქუჩაში გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებსაც “ნაციონალების” სპეცრაზმი უმოწყალოდ სცემდა, კლავდა, სისხლებს ადენდა – ამ ადამიანების მიმართ “კომედი გრუპის” შემადგენლობიდან ყველაზე აგრესიული იყო სწორედ ოთო ლომთაძე!!!!
ბატონო ივანიშვილო! და თქვენ კიდევ ტელევიზორში უშვებთ რაღაც კლიპებს და ახსენებთ მოსახლეობას “რეჟიმის სისასტიკეს”???? 21 მ ა რ ტ ს არ მიხვიდეთო ეუბნებით????“. – წერს ბაკურ სვანიძე.
http://marshalpress.ge/?p=851რა კაია კოპიპეისტი კაცო

And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.