ახა კალაძე: შსს თანამშრომლის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძისთვის მასალების გადაცემის ფაქტზე მოკვლევა უნდა დაიწყოს 0
BY KVIRA ON 20/03/2015 სლაიდერი
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შსს-ს თანამშრომლის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძისთვის მასალების გადაცემის ფაქტზე შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა უნდა დაიწყონ. კალაძის თქმით, ყველა დამნაშავემ, ვინც ჩართული იყო „ამ სიბინძურეში“ პასუხი უნდა აგოს.
„ვფიქრობ, უნდა დაიწყონ მოკვლევა შესაბამისმა სამსახურებმა, თუ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. აუცილებლად ყველა პირმა, ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურეში, უნდა აგოს პასუხი. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პარლამენტის წევრი იქნება, უბრალო მოქალაქე, მთავრობის წევრი, კანონი ყველასთვის ერთია. ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ კანონის უზენაესობა დგას ყველასა და ყველაფერზე მაღლა”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა. დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.
http://kvira.ge/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A...83%A0%E1%83%9D/თქვენ როგორ ფიქრობთ , რა უნდა მოხდეს? უნდა დაისაჯოს??