მილიონობით ევროპელი დღეს მზის დაბნელების მომსწრე გახდა. ბუნებრივი მოვლენა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც მთვარემ დედამიწასა და მზეს შორის გაიარა და მზის სრული დაბნელება გამოიწვია.
მზის სრული დაბნელების პროცესი 3 წუთს გაგრძელდა. მასზე დაკვირვება კი ყველაზე კარგად ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ფარერის კუნძულებიდან, სადაც საგანგებოდ ამ მოვლენის აღსაბეჭდად მრავალი ტურისტი ჩავიდა.
მზის სრული დაბნელების პროცესი 2026 წელს განმეორდება.
http://1tv.ge/ge/news/view/91814.htmlთბილისის დროით 16:46