დღეს ქოცებმა ისეთი გრანდიოზული ქულები ჩაიწერეს, ნაცებს სულ სათითაოდ ძეგლებს უნდა უდგამდნენ სიცოცხლეში და მერე იმ ძეგლებს ყოველ დღე ყვავილებით ამკობდნენ!
დღეს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვართ, მართლა ევროპული!
დღეს გამოჩნდა რომ ქვეყანა მართლა დემოკრატიული გზით ვითარდება!
მართალია, ეკონომიკაში დავატორმუზეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხალხი ნიღაბს აღარ იფარებს სახეზე, საპროტესტოდ რომ გადის, არ ეშინიათ ვანოს ზონდერები სურათებს რომ გადაუღებენ და მერე ყველას სათითაოდ გაანადგურებენ, ოჯახებიანად!
პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაცებს უმასპინძლა და ერთად დაგეგმეს როგორი მარშრუტით იმოძრავებდნენ და მიიღეს არა დუბინკები თავში და ცოცხები ტრაკში, არამედ სრული კარტ-ბლანში მოქმედების და ასპროცენტიანი უსაფრთხოება!
მე მეამაყება ასეთი მინისტრი ჩემს ქვეყანაში და მეამაყება, რომ ამას მთელი მსოფლიო გაიგებს!

კი, მრცხვენია უნიათო ეკონომიკის, მრცხვენია ხელისუფლებიდან ურავლესობის მადის, გაბერილი პრემიების, ძვირფასი ავეჯის და და მანქანებით მათი გოიმური დახარბება, მრცხვენია მათი არაკომპეტენტურობის! მრცხვენია, რომ რასაც კარგს აკეთებენ, იმის თქმა და გაპიარებაც კი არ შეუძლიათ ხეირიანად, ისეთი მართლა უნიათოები არიან!
მე მაინც მგონია, რომ ეს და კიდევ ბევრი უარყოფილი მხარე გამოსწორებადია!
კარგია ასეთი სილის გაწვნა მთავრობისთვის!
თუმცა ტენდენცია ისეთია, რომ არ არიან ჯიუტები და შენიშვნებს ითვალისწინებენ.
ეს კარგი თვისებაა, ხალხს უსმენენ თუ ხალხის ეშინიათ, ორივე კარგია!
ახლა თუ შევადარებთ რა ჯობდა, დესპოტური და ფაშისტური, არადემოკტარიული ხელისუფლების პირობებში ეკონომიკის განვითარების სწრაფი ტემპი, თუ დემოკტარიულ სივრცეში ეკონომიკის ტემპის შენელება, დასკვნის გამოტანა ხალხისთვის მიგვინდია.
დასკვნა თქვენ გამოიტანეს, ეს მაინც რიტორიკული კითხვა მგონია და არცთუ ადვილია ამაზე პასუხის გაცემა.