მგონი ეს ცოტა ლეტნად არის...
ნარმანია ქართულ ხასიათს ბოლომდე არ ერგება, სტილს მოგვიანებით გააიდეალურებს - ივანიშვილი
16:33 2015-03-20
ექსპრემიერის კომენტარი მერიაში გამოვლენილ კორუფციაზე.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მერიაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და ამბობს, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არ არსებობს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან დავით ნარმანიას საქმიანობას შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ევროპული ტიპის მენეჯერია.
„ეს არის პრობლემა მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ ვინმესგან განსხვავებულია. კორუფციას ყველგან ნახავთ, სახელმწიფო არ არსებობს სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. ნარმანია არის მეთოდური, ევროპული ტიპის მენეჯერი. ქართულ ხასიათს შეიძლება ბოლომდე იდეალურად არ ერგება. მას მოუწევს გათვალისწინება რეალობის და ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს თავისი მენეჯერული თვისებების. საერთო ჯამში ნარმანია ჩემთვის არჩეული იყო იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო სიმბოლო ახალი მართვის. ის, რც სააკაშვილმა დააფუძნა... შენობები, რომლების არქიტექტურულ დამუშავებასაც 2-3 წელი სჭირდებოდა, 9 თვეში ან 8 თვეში აშენებდა, გზებს აგებდა და რამდენიმე დღეში ეს გზა ფუჭდებოდა. მომავალში, ცოტა გვიან ნარმანიას სტილი იქნება იდეალური“, - განაცხადა ივანიშვილმა.
http://newposts.ge/?l=G&id=69267-%E1%83%98...%83%98%E1%83%90