ივანიშვილი - რუსეთი ვერსად ვერ წაიღებს ვერც ჩვენს ტერიტორიებს
20 მარტი 18:59628
საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერას ანექსიის გაღრმავების გაგრძელებად აფასებს. მისი თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ისაუბროს ამაზე და წინ წაწიოს ეს თემა.
„ვერსად ვერ წაიღებს რუსეთი. ვერსად ვერ წაიღებს ვერც ჩვენს ტერიტორიას, რომელსაც უწოდებენ სამხრეთ ოსეთს და ვერც აფხაზეთს. ვერსადაც ვერ წაიღებს“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ივანიშვილის თქმით, საქართველომ ეს პრობლემები მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვაროს. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს ახალი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ სახით.
"თავისუფალი დემოკრატები სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, ტაშს უკრავენ, ახლა აკრიტიკებენ აბაშიძეს," - აცხადებს ივანიშვილი.
http://news.ge/ge/news/story/128356-ivanis...ens-teritoriebs