"ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, 21 მარტს, ირანში ახალი წელი დგება. მინდა მივულოცო ჩვენს ფერეიდნელ ქართველებს ახალი წელი და გასულ წელს თვალი გადავავლო.მრავალი საინტერესო მოვლენა მოხდა, როგორც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ასევე ჩემ ცხოვრებაშიც.იყო კარგიც და ცუდიც, ტკბილიც და მწარეც.მე ქართული ოჯახი შევქმენი და ახლა უკვე ჩემი ოჯახით ვიქნები საქართველოს სამსახურში. სამწუხაროა ის,რომ დავკარგეთ ორი შესანიშნავი ქართველი-ბიძია მუხტარი და ალექსანდრე დავითაშვილი.სასიხარულოა, რომ აშკარად ვხედავთ ქართველთა ერთობის გაძლიერებას.საქართველოდან მეტ ყურადღებას, ქართული ენის სწავლების გაძლიერებას კიდევ რამოდენიმე ქალაქში,ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას...გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველა ქართველს და ბედნიერებას, სიხარულს და წარმატებებს გისურვებთ. დაე, იხაროს ჩვენმა სამშობლომ.ამინ."
ანდრო ნაგელიანი
წყარო FB
https://www.facebook.com/andro.nageliani?fref=nf
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”