მოკლედ ერთი ასჯერ დავარეგულირებინე პოლოზე უკანა მუხრუჭები. ხელზე არ იჭერდა საერთოდ და ფეხზეც რბილად იყო უკანების გამო.
რო მივიყვანდი გასასწორებლად , ვითომ დაარეგულირებდნენ და მერე ერთ კვირაში ისევ რბილდებიდა პედალი, ბოლოში იჭერდა სადღაც და ხელის მუხრუჭიც სუ ბოლო კბილზე იჭერდა ოდნავ.
ბოლოს მივიყვანე ქუთაისის ქუჩაზე მუხრუჭების ხელოსანთან და იმანაც ვითომ გაასწორა და მერე მითხრა უკანა მუხრუჭის დისკებს შლიფოვკა უნდა თორე ისე კარგად არ ჯდება ხუნდებიო(კალოდკები)
ჰოდა გუშინ მივიყვანე შლიფოვკაზე, თან ბარემ წინა ხუნდებიც გამოსაცვლელი მქონდა
იქვე ხადავიკს მოვურიგდი რო წინა ხუნდებს გამომიცვლიდა და უკანა ბარაბნებს შლიფოვკისთვის მომიხსნიდა და ისევ დამიყენებდა 30 ლარში. თან ავუხსენი რო შლიფოვკას იმითო ვაკეთებდი რო როგოეც მუხრუჭების ხელოსანმა მითხრა უკან ვერ ვარეგულირებ კარგად იმიტო რო დასაშლიფოვკებელიაო
მოკლედ ხელოსანმა იქვე დააშლიფოვკა ორივე ბარაბანი 25 ლარად და ამ ხადავიკმა დანიყენა 30 ლარში
რო ჩავჯექი მანქანაში მუხრუჭი ბოლომდწ ჩავარდა, საერთოდ არ იჭერდა, მეთქი ნახე როგორ არის... სულ ბოლოში იჭერდა წინები ოდნავ. ხოდა მოჯდეს და 2 დღეში მოდი დაგირეგულირებო
წამოვედი სახლში მუხრუჭების გარეშე. კიდევ კაი მექანიკაა, ძრავით ვამუხრუჭებდი, მარა 1-2 ადგილას კინაღამ ავილეწე, თან ამ წვიმაში და უბედურ ამინდში

მოკლედ დღეს მივედი მეთქი საერთოდ არ იჭერს და დამირეგულირე თქო. მე არ ვიცი მაგის დარეგულირება, არ გამიკეთებია არასდროსო, მეთქი აბა რატო მოკიდწ ხელი, 30 ლარი რაში გადავიხადწ თქო? არა დაყენება სხვაა და ტორმუზის დამრწგულირებელი ხწლოსანი სხვა არისო

მოკლედ რო არ მოვეშვი მოვიდნენ სვა ხელოსნებიც და რაღაც ვითომ დამირეგულირეს, მარა რეალურად ძაან ტრაკულადაა

ხელზე მარტო მარჯვენა იჭერს, ისიც ბოლომდე უნდა ამოგლიჯო ბერკეტი, ფეხზეც რბილადაა ისევ და არ იჭერს წესიერად. ერთადერთი აბეესი რო აქვს ეგ შველის და არ მაბზრიალებს
ჰოდა ვისაც ზევით დაეზარა წაკითხვა, ვინმე კაი მუხრუჭების ხელოსანი მირჩიეთ რა რო ერთი გამისწოროს წესიერად რო დავისვენი რა...
მოსახვევში წესიერად ვერ დამირუჩნიკებია, აბა ესაა ცხოვრება?