#44249996 · 7 Apr 2015, 00:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ იდეა არაა კომერციული უბრალოდ ჩვენთვის, ხალხისთვის შეიძლება გამოსადეგი და საჭიროც იყოს
ყოველდღიურად ვხვდბით ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების მომსწრე. ძირითადად ეს არის კლინიკები და საკვები ობიექტები. "გვმკურნალობს" კაცმა არ იცის ვინ, ვიკვებებით კაცმა არ იცის რით. თითოეული ჩვენგანი ან ჩვენი ახლობელი შეიძლება დაზარალდეს ამ კუთხით(ჩემს გარშემო ბევრი დაზარალდა).
ჩემი სურვილია იყოს ჯინეტში ერთი წერტილი მაინც სადაც ასეთი ფაქტები დაიწერება და ვინმე, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც რომ ავარიდოთ ხიფათს ეს უკვე კარგი საქმე იქნება. მახსოვს რაღაც რუსული გადაცემა მაღაზიებში და კვების ობიექტებში შედიოდნენ ვადაგასულ საეჭვო პროდუქციაზე პასუხს თხოვდნენ. ეს ალბათ ჩვენთან ვერ მოხერხდება მაგრამ ფაქტების მოგროვება და გამოქვეყნება მაინც ხომ შესაძლებელია.
მე მაინტერესებს რას ფიქრობთ ასეთ პროექტზე ზოგადად რა გამართლება ექნება და იურიდიული კუთხით რამდენად იქნება დაცული მსგავსი პროექტი. რისი უფლება გვაქვს და რით შეგვიძლია დავიცვათ თავი "ფულით ჩაწყობილი საქმისგან"
|