მოკლედ ეს ქალი გავიცანი პირველად რამდენიმე თვის წინ როდესაც "ვამპირების აკადემია" ვიგდე ხელთ,,,
სწორედ ამას ერქვა ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა...
და დიდხანს ვიყავი შეყვარებული ბელიკოვზე...
სულმოუთმენლად ველოდი მეორე ნაწილს და როდესაც გამოვიდა "სუსხი" ამ წიგნის წაკითხვის სისწრაფით ჩემი ყველა რეკორდი მოვხსენი, ზუსტად ერთ დღეში წავიკითხე, მგონი არც დამჭირვებია, მოკლედ დავიწყე და დავამთავრე...
ფანტასტიკის სფერო ზედმეტად ახლოა ჩემთან,,,
ვამპირებიც ასე ვთქვად მიყვარს...
ეს თემა ხომ უკვე ყველა ბრუნვაში აბრუნეს...
ნამდვილად არ ველოდი, თუ რამე ახალს შევხვდებოდი ამ წიგნში ვამპირებზე, მაგამ მაინც დავიწყე უღიმღამო კითხვა და იმედი სასიამოვნოდ გამიცრუვდა...
დიდი ხანია სიყვარული არ მიგრძნია ,,,
(თანაც წიგნის პერსონაჟის მიმართ...)
ბელიკოვის მიმართ კი ყურებამდე შეყვარებულ პატარა გოგოდ ტრანსვფორმირდი და დიდხანს მეხატა სულელური ღიმილი სახეზე...
როცა მეკითხებოდნენ რატომ ვირიმოდი ასე
ვამბობდი რომ
"უიმედოდ ვარ შეყვარებული!!!"
მოკლედ, ახლაც სულმოუთქმელად ველი შემდეგ ნაწილს,,
ალბათ სანამ ყველა გამოვა ჩემს ნერვებს შეიწირავს, მაგრამ ეს ვის ადარდებს,,
როგორც იქნა ჩემმა ქვა გულმა სიყვარული განიცადა...
პ.ს. რა საკვირველია ფილმიც ვნახე, მაგრამ რომ იტყვიან, "ვერ მოიტანა" წიგნის შემდეგ...
ბელიკოვი ჩემს ფიქრებში ცოტტა სხვანაირი იყო, მაგრამ ქვეცნობიერში ისე მქონდა გამჯდარი რომ "მიყვარდა" ფილმის დიმიტრიც მომეწონა
მადლობა "წიგნები ბათუმშის" ამ ბედნიერების მონიჭებისთვის
კიდე ქენით ხოლმე

