აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ზოგადი და მწირი ინფორმაცია გაქვთ დაწერილი, რაც ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გამოიწვევს

თუ გნებავთ აღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ და განვავრცოთ ის, რაზეც საუბრობთ და ადამიანებს მოუწოდებთ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირონ

ჯერ ერთი, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარეთ ცხოველის მოკვდინება დასაშვებია, თუ ცხოველს ადგება ტანჯვა, მაგალითად ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, ცხოველს აქვს ისეთი ტრავმები მიღებული, რომლის მკურნალობაც შეუძლებელია და ცხოველი კვდება და მისი გადარჩენა შეუძლებელია (ვეტერინარული დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია). ასევე იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ავლენს ისეთ აგრესიას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს (ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს), ცხოველს (სხვა ცხოველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას).
აქვე დავამატებ, რომ ის ინფორმაცია, თითქოს, სააგენტო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ ქუჩაში ცხოველები მოკლას, სიცრუეა. ერთადერთი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების თხოვნით მიმართეს პარლამენტს, რადგან თბილისში არის შემოერთებული სოფლები, რომლებიც ხშირად უჩივიან მგლებისა და ტურების შემოსევებს და ითხოვენ დახმარებას. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი აქტით მუნიციპალიტეტებს სთხოვს ამ პრობლემის მოგვარებას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ, უკიდურეს შემთხვევაში და ისიც სამინისტროსთან შეთანხმებულად მოხდება ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის მეტად საშიში გარეული ცხოველების - მგლების, ტურების და სხვ. მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;
ასევე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მომზადებული "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის" პროექტი საჯაროდ განიხილება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები მიაწოდოს საკრებულოს. ამ განხილვაში ჩართულნი არიან როგორც შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და უბრალოდ, ცხოველების მოყვარული რიგითი ადამიანები.
* * *
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტ-სივრცეში და არამარტო აქ, არამედ ტელე-ეთერებიდან ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაციები ცხოველების მოვლა-პატრონობასა და ზოგადად ცხოველების პოპულაციების მართვასთან. ვიცი, რომ დიდი ზომის ნაწერების კითხვა ნებისმიერ ჩვენგანს ძალიან გვეზარება, ამიტომ ვეცდები მოკლედ და თეზისურად გავამხვილო ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
მაშ ასე:
პირველი ის ინფორმაცია, თითქოს მეპატრონეებს რაიმე სახის გადასახადი უწესდებათ ცხოველის ყოლისთვის, არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი ჩანაწერი დოკუმენტის პროექტში არ არის; ამაზე შემიძლია ნებისმიერ კონტრ არგუმენტს დავუპირისპირო არამარტო თავად დოკუმეტის ჩანაწერი, არამედ საქართველოს მიერ მიღებული სხვა კანონებიც, მათ შორის საქართველოს კანონი "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", სადაც მკაცრად არის რეგლამენტირებული იმ მოსაკრებლების სახეები და შემოღების წესები, რომლის უფლებაც აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მათ შორის დედაქალაქის საკრებულოს. ცხოველის ყოლისთვის კი მოსაკრებლის (საფასურის, გადასახადის) სახე არ არის კანონმდებლობაში გათვალისწინებული.
მეორე, თითქოსდა, ცხოველის გადაადგილების შეზღუდვა წესდება, არანაირად არ იზღუდება ცხოველის გადაყვანა და გასეირნება, უბრალოდ დიდი ზომის ძაღლებს (და არა დეკორატიულ ძაღლებს და მათ შორის კატებს), უნდა ეკეთოთ მოკლე საბმელი ან საბმელი და ალიკაპი - ერთად. ხოლო იმ დროის მონაკვეთში, როდესაც სასწვლო და სამუშაო პროცესი იწყება, მეპატრონე ვალდებულია ცხოველი
/ დიდი ზომის ძაღლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიყვანოს ალიკაპითა და დიდი/არასტანდარტული (50 სმ-ზე მეტი სიგრძის) საბმელით, ან მოკლე - 50 სმი-იანი საბმელით; დამეთანხმებით,ვისაც ძაღლი ჰყავს და თან დიდი ზომის, ხშირად ძალიან რთულია ცხოველის დამორჩილება

)) კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ ეხება დეკორატიული ჯიშის ძაღლებსა და კატებს. მათ არც ალიკაპი და არც საბმელი არ სჭირდებათ.
მესამე, ეს წესი არ ითვალისწინებს ცხოველების უკონტროლო ევთანაზიასა და მათ მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს სისულელე, მაგრამ ფაქტია, ცხოველების მოკვლა შესაბამისი სპეციალისტის დასკვნის გარეშე (იქნება ეს ვეტერინარი, თუ კინოლოგი) არ შეიძლება. არც ცეცხლასროლი იარაღით მათი მოკვდინება წერია სადმე. ერთადერთი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების თხოვნით მიმართეს პარლამენტს, რადგან თბილისში არის შემოერთებული სოფლები, რომლებიც ხშირად უჩივიან მგლებისა და ტურების შემოსევებს და ითხოვენ დახამრებას. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი აქტით მუნიციპალიტეტებს სთხოვს ამ პრობლემის მოგვარებას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ, უკიდურეს შემთხვევაში და ისიც სამინისტროსთან შეთანხმებულად მოხდება ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის მეტად საშიში გარეული ცხოველების - მგლების, ტურების და სხვათა მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;
ასვე, ჯერ კიდევ ამ წესის შემუშავებამდე დიდი ხნით ადრე ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის მუხლი, რომელიც აწესებს ჯარიმებს კატებისა და ძაღლების, ასევე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ ხდება. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ცხოველების მოვლა და სხვას არ უნდა დავახვედროთ ტროტუარებზე საკუთარი ცხოველების ფეკალიები, ასევე დავიცვათ სხვათა უსაფრთხოება და ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მივაყენოთ. ვიღაცას ეზარება საკუთარი ცხოველისთვის ვაქცინაციის გაკეთება, ეს უდიდესი უპასუხისმგებლობაა როგორც ცხოველის ასევე სხვა ადამიანების მიმართ, რადგან ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც არსებობს ეროვნულ დაავადებათა ცენტრში, ზუსტად 2/3 მოდის ე.წ. პატრონიანი ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენაზე, რაც სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ყველაზე საშიში დაავადების - ცოფის რისკებს ზრდის; ასეთი ზარმაცი ადამიანების მიმართ, დამეთანხმებით, რომ რაღაც ნორმა უნდა არსებობდეს.
მეოთხე, მოხუცებს არავინ უკრძალავს ცხოველის ყოლას და მითუმეტს, მათთვის ამ ცხოველის ჩამორთმევას, ეს არსად წერია.
მეხუთე, თავად მეპატრონისა და ცხოველის ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულო ხდება ცხოველის იდენტიფიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენება, თუ რომელ საიდენტიფიკაციო საშუალებას მიანიჭებს უპირატესობას, ეს უკვე მეპატრონის სურვილზე და არჩევანზეა დამოკიდებული. მას შეუძლია აირჩიოს ჩიპირება, ან ტატუირება ან საჭდე (ბირკა) და საყელური, ეს შეუძლია კომპლექსურად გამოიყენოს, ან ცალ-ცალკე. ეს ასევე შექმნის ერთიან მონაცემთა ბაზას და მოხდება ცხოველთა, ცალკე პატრონიანი, ცალკე უპატრონო და მიკედლებული ცხოველების ინვენტარიზაციის მეშვეობით მონაცემთა ბაზის შექმნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეპატრონეს არ ურთულდება პირობები, რადგან როდესაც მეპატრონეს წელიწადში ერთხელ მაინც მიჰყავს ცხოველი ვაქცინაციაზე, ან კინოლოგთან, იქ ივსება მონაცემები, აი, აქ უკვე ვეტერინარულ დაწესებულებებსა და კინოლოგიურ კლუბებს ევალებათ ამ მონაცემების მიწოდება შესაბამიის უფლებამოსილი ორგანოსთვის. ასე რომ, ვერც აქ ვხედავ რაიმე პრობლემას.
მეექვსე, კერძო სახლების ჭიშკარზე, ალბათ, ყველას შეგინიშნავთ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი მეპატრონის მიერ გაკეთებული წარწერა "ეზოში (ავი) ძაღლია". ახლა ამ წარწერის (სპეციალური ნიშნის) შესახებ ოფიციალურად ჩაიწერება წესში, რაც ისევ საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს, რადგან შესაძლოა რომელიმე ჩვენგანს აქვს ცხოველის/ძაღლის შიში და თუ არ მეცოდინება, რომ ეზოში, სადაც ვაპირებ შევლას ძაღლი თავისუფლად არის გაშვებული (რაც არ უნდა კეთილი და თვინიერი იყოს ეს ძაღლი), შესაძლოა ისე შემეშინდეს, რომ სტრესი მივიღო. მგონი უბრალოდ ამის ახსნა არის საჭირო და არა შავი პიარ-კამპანიის აგორება.
და რაც მთავარია, ის დოკუმენტი, რომელზეც არის ერთი აჟიოტაჟი ატეხილი, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ამ სამუშაო პროცესში ჩართულნი არიან როგორც სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, კინოლოგები, ვეტერინარები და უბრალოდ ცხოველთა მოყვარული რიგითი ადამიანები.
This post has been edited by nino7ka on 24 Mar 2015, 12:37