უკვე რამდენი წელია ვუყურებ გაუთავებელ პოლიტიკურ ჭიდილს თუ რომელი აჯობებს, ქოცი თუ ნაცი.
"აუ ქოცების აქციაზე 100 000 კაცი იყო, ნაცებზე მაგის მეათედიც ვერ გამოვიდა"
"თქვენი ფარჩაკი და უძლური ქოცები"
ვუსმენ ამდაგვარ ფრაზებს სამსახურში, სტუმრად, ტრანსპორტში, ტაქსისტისგან, ფორუმში და ერთ რამეზე ვფიქრობ: "ნუთუ ხალხს არ უფიქრია, რომ მთავარი გასაღები სხვა რამეშია?"
მთავარი გასაღები იმაში არ არის თუ რომელი ჯობია, ვინ რუსეთის აგენტია და ვინ აშშ_ის და ამდაგვარი მარაზმები. მთავარი გასაღები არის იმაში, თუ როგორი აურა, მდგომარეობა და განწყობა სუფევს ქვეყანაში.
ქვეყანაში სამწუხაროდ ავადმყოფური აურაა დამკვიდრებული. ხალხს მასიური ნევროზი აქვს, ყველა თითქოს დაზომბებულები, თვითგადარჩენის მანიით შეპყრობილები არიან. ყველა წინ გარბის ყველას შენი გადათელვა უნდა. პირველ რიგში აი ეს არის გამოსასწორებელი.
ჯანსაღი სახელმწოფი ვერ შეიქმნება კანონის შიშზე დაფუძნებული და მხოლოდ პროფესიონალიზმზე. ჯერ მთავარია იყოს ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ხალხი, რომელიც ერთმანეთისადმი პატივისცემით იქნება გაჯერებული.
დღეს რომელი ძალაც არ უნდა მოვიდეს, ვერცერთი ვერ ივარგებს, იმიტომ რომ საზოგადოებაა ავად. ჯერ საზოგადოების ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე უნდა იზრუნონ.
თქვენ მეტყვით: "ოჯახს, რომელსაც პურის ფული არ აქვს რომელ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზეა ლაპარაკი"
რა თქმა უნდა პარალელურად ეკონომიკამაც უნდა ამოიწიოს, მაგრამ ჯერ ხალხის მოტივაციაზე და აურის გაწმენდაზე უნდა იზრუნონ.
ვიღაცეების დასჯით, ე.წ. "სამართლიანობის აღდგენით", ერთმანეთის ლანძღვით და "ძიშოვი" შეჯიბრებებით (ქართული ოცნება ჯობია თუ ნაც. მოძარობა), ამით ჩვენ უფრო კარგად ნამდვილად ვერ ვიცხოვრებთ.
მთავარია ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოს პატივისცემა და არა კანონმორჩილება და შიში. კანონმორჩილება, რომელიც შიშის ფაქტორზე არის დამყარებული ეს არაჯანსაღი კანონმორჩილებაა. ჯანსაღი კანონმორჩილება არის ის მდგომარეობა, როდესაც კანონს იცავ იმიტომ რომ პატივს ცემ შენს ქვეყანას და ამით შენც "კაიფობ" და იღებ სიამოვნებას.
მე მიხარია, რომ პოლიტიკაში არ ვარ ჩაბმული და ამ სექტით არ ვიწამლავ ტვინს, შორიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ პოლიტიკის შორიდან მაყურებლების რაოდეობა ხალხში დღითი დღე მოიმატებს.
ჩემო კარგო ხალხო, მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მეტი სიყვარული, ნაკლები ლანძღვა და შეჯიბრი. პლიუს მეტი პროფესიონალიზმი საქმეში და ეს ჩაკეტილი ჯაჭვიც გაწყდება და ყველაფერი უკეთესობისკენ დაიწყებს შეცვლას