პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი „კომეტა“ 
ფოტო, რომელზეც პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი "კომეტაა"  აღბეჭდილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში - „ციფრული ფოტომატიანეა“ დაცული.
„პირველი ოფიციალური თბილისური გუნდი "კომეტა" - მისი დამფუძნებელი იყო ადოლფ (ადოლფიჩ) ელზინგერი, რომელიც იყო საზოგადოება"სოკოლის" გამგეობის წევრი, რანგით რანგით "კოლეჟსკი ასესორ" ბრძანდებოდა და კავკასიის მეფის ნაცვლის კანცელარიაში უცხოეთთან მიმოწერის მდივნად მუშაობდა. 
 სხედან, მარცხნიდან : ი.იზმაილოვი, მ.მაიერი, ადოლფ ელზინგერი, გიგუშა ბარათაშვილი, ისიდორე გაგუა. დგანან: მიხეილ მოხოვი, კობერტი, ვანო მაჭავარიანი, ბედინსკი, კონსტანტინე რუსტემბეკოვი, ლ. აზატიანი, გ.ი სიხარულიძე", - აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  
ფოტო 1907 წელსაა გადაღებული.   
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)