“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წითელი ბარათების გამოყენებას ეხმაურება.
“ვაიმე, ნაცისტებო, რა ფარჩაკები ხართ, მართლა ჩვენგან მარტო წითელი ბარათების იდეა კი არ მოიპარეთ, ამ ბარათების დაყრის ხერხიც.. რა იყო, ასეთი გარღვევა გაქვთ შემოქმედებით იდეებში? სულ დაიშრიტეთ? თუ მარტო ბოროტი აზრები გებადებათ და პოზიტურ კრეატივს ვერ ქაჩავთ..ისე, კარგად კი აკვირდებით ჩვენს აქციებს, გატყობთ ” -წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსი” სხვადასხვა აქციების დროს, პროტესტის გამოსახატავად წითელ ბარათებს აქტიურად იყენებდა.