#46737553 · 15 Jan 2016, 23:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო, მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, მოკლედ და დაუზუსტებლად გეტყვით, თქვენი აზრები და შენიშვნები მაინტერესებს.
მაღაზია "რაჭული მარანი" თბილისსში, ვფიქრობ ჩვენი უპირატესობა იქნება ხარსხზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდება ღვინოზე, ანუ გასაგებად რომ გითხრათ, რაჭაში შევიძენთ სხვადასხვა ჯიშის დიდი რაოდენობით ყუძენს, აქვე დავწურავთ, და დავყოფთ ორ სახეობად, თითო ჯიში - 100 % სუფთა უმაღლესი ხარისხი, და გაკეთებული ნაკლებად ხარისხიანი ( ოღონდ უზდელურად რო აკეთებენ ისეთი არა ). მე როგორც ვფიქრობ ვთქვათ ცოლიკაურის ან წულუკიძის სუფთა ღვინის ფასი იქნება 5-6 ლარი , გაკეთებულის 3-4 ლარი. ხვანჭკარა და უსახელოური კიდე სხვა თემაა. ასევე დიდი რაოდენობით ღვინის დაყენება მოგვცემს ასევე დიდი რაოდენობით ჭაჭას ანუ ამას + არაყი, არაყიც შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, ერთნახადი, ორნახადი და ასე შემდეგ ფასებიც შესაბამისად განისაზვრება, ასევე ამ ყველაფერს დაემატება თაფლი, წვენები, ვიჩინა სეზონზე, კონიაკი, ლიქიორი ( მარტო მამაკაცებმა რომ არ იარონ ) და კიდე ბევრი რამ. კონკურენცია მეტნაკლებად შესწავლილი მაქვს და საკმაოდ დიდია, თუმცა გამოცდილი ადამიანი ადვილად შეარჩევს ხარისხიანობას, და განასხვავებას იმ პროდუქტისგან, მაგალითად ბაზრობებზე რო იყიდება ღვინო 3 ლარად, 100 ლიტრა წვენზე 900 ლიტრა წყალი რო ასხია, ასე რომ რეკლამის ეფექტურობით ვფიქრობ კონკურენციის გაწევა გაგვიადვილდება. მოკლედ ჩვენ პლიუსებად მიმაჩნია - ხარისხიანობა, მრავალფეროვნება, სანდოობა, სიიაფე, ნატურალურობა + რაჭველი ვარ წარმოშობით და შემიძლია პროდუქტის თვითღირებულობაში შეღავათიანად ვისარგებლო, ასევე მეურნებაც კარგად მესმის და ყველაზე მეტად ამ საქმის პერსპექტიულობა მიზიდავს
მოკლედ თქვენი აზრები მაინტერესებს ძირითადად ჩემს მიერ აღწერილ პროდუქტზე, კონკურენციაზე და რაზეც გაგიხარდებათ
წინასწარ დიდი მადლობა
|