#44088342 · 20 Mar 2015, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განათება აქვს თუ არა?? ისე ნოუთს როგორი ჩასანიშნი აქვს არ ვიცი მარა ამაშიც შეიძლება ჩანიშვნა, წიგნები შეიძლება იყიდოთ ამაზონზე, შეიძლება გადმოწეროთ, პდფ და ვორდის გარდა txt ფაილებს და კიდე სხვა ბევრი ეგეთი ფორმატის ფაილს ხსნის, თავისი ფორმატი "mobi" ფორმატია, ბატარეა აგერ უკვე 1 კვირაა ნახევარზეც არ ჩამოსულა როცა ბოლომდე არ მქონდა დატენილი, შესაძლებელია facebook-ზე და twitter-ზე რამე დაპოსტოთ ამის საშუალებით, პლიუსები აქვს ის რომ საერთოდ არ აქვს გამოსხივება, თვალებს არ ატკიებს, იგივეა ზუსტად თვალისთვის ფურცლის ყურება იმიტო რო სხვანაირი ტექნოლოგიაა, ბევრად დახვეწილი ვიდრე ჩვენი ტელეფონების და კომპიუტერების ეკრანები შესაბამისად ფუნქციებით მაგიტო ვერ უტოლდება ტაბლეტებს, თუმცა ნებისმიერ ეკრანზე კითხვისას თვალები აგტკივდებათ და ამაზე არ აგტკივდებათ. შესაძლებელია ნებისმიერ სიტყვას მიაჭიროთ და გადათარგმნის (ქართულის შემთხვევაში ქართული ლექსიკონები არსებობს და ის უნდა ჩაწეროთ) ასევე შეიძლება მონიშნოთ რამე წინადადება ან სიტყვა, ვთქვათ თუ მოგეწონათ რამე გამოთქმა. ზოგადად თუ კითხვა გიყვართ აგერ 1 კვირაა მაქ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
პ.ს.
ჩემი აზრით საკმარისი ინფორმაცია არ ეწერა ნივთზე და თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა თქვენთვის. * * * და დამავიწყდა დამეწერა უნივერსიტეტში ვსწავლობ და წიგნები ყველა ამაში ჩავწერე, ბევრად მსუბუქია ერთ წიგნზეც კი, ასე რომ 2 კილოს მაგივრად რამდენიმე გრამის ტარება ძალიან მოსახერხებელია
|