დავით ნარმანიას ძმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ძმა, ადვოკატი ირაკლი ნარმანია მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ადვოკატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას , თითქოს თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსან ჯოკია ბოდოკიას თანხა ირაკლი ნარმანიასთან მიჰქონდა.
როგორც ირაკლი ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცნობობას ჯოკია ბოდოკიასთან ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას კონტაქტი ბოდოკიასთან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღარ ჰქონია. ამასთან, ირაკლი ნარმანია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ინფორმაციაზე საქმე სასამართლოში გაასაჩივროს.
"მე მოვუწოდებ ჟურნალისტ ელისო კილაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია და ფაქტები, რაც ჩემს დანაშაულს დაადასტურებდა. რაც შეეხება ნაცნობობას, მე ჯოკია ბოდოკია 2014 წელს გავიცანი, საარჩევნო კამპანიის პროცესში და არჩევნების დამთავრების შემდეგ აღარ მინახავს. შემდეგ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დამიმატა, თუმცა მიმოწერაც კი არ მქონია მასთან. საინტერესოა, რას ემსახურება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ეს ალბათ მიზნად ისახავს დედაქალაქის მერიის დისკრედიტაციას. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ავანტიურაზე სასამართლო დავის დაწყება", - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ნარმანიამ.
რატომღაც მგონია მართალია ეს ამბავი
მოგიდღანთ უმწიკვლო და მშრომელი მერი
ნორაევიჩ შე უხერხემლო სირო მიხედე ჯოკიეს ტორე დაამღერა ყველაფერი
This post has been edited by pirdapiri on 23 Mar 2015, 13:31