mishuchiiii
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3373
წევრი No.: 55543
რეგისტრ.: 12-March 08
|
#44130773 · 24 Mar 2015, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში დეტალურადაა განხილული წარდგენილ ბრალდებათა დასაბუთებულობის პრობლემები, მიხეილ სააკაშვილისა და მის ნათესავთა ქონების დაყადაღების პრობლემურობა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, "იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენა და, ამავდროულად, ადგილი ჰქონდა უსამართლო სამართალწარმოების კონკრეტულ შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდება სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების გამოყენებით პოლიტიკური ანგარიშსწორება".
ანგარიშში წერია, რომ "მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, ბრალდების მოწმეებად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ნ. ბურჯანაძე პირველად დაკითხულია სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილების გამოტანის შემდგომ, მაშინ, როდესაც ამ საქმეში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი ჩვენება აქვს".
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. "საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით - ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით", - წერია ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პრობლემურობა, სასამართლო განხილვის გაჭიანურების ფაქტი, ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მოწმეებზე ზეწოლის შემთხვევები, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული შერჩევითი სამართალი, ე.წ. რეინჯერების ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, ე.წ. რეინჯერების ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გაჭიანურებული სამართალწარმოების შემთხვევები და ბაჩანა ახალაიას საქმეების განმხილველი მოსამართლეების საკითხი.
ანგარიშის თანახმად, "ბაჩანა ახალაიას მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების კონკრეტული მაგალითი. მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, პროკურატურის მხრიდან სამართალწარმოების გაჭიანურების მცდელობები, სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიებების შესახებ განჩინებები, არაერთ საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები მიუთითებს საქართველოს მთავარი პროკურატურის განზრახვაზე, ყოველი გზითა და საშუალებით უზრუნველეყო ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნა და არა მართლმსაჯულების განხორციელება. პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთ არგუმენტად შეიძლება, ჩაითავალოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან ბაჩანა ახალაიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. შესაბამისად, სახეზეა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები."
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მოსაზრებით, ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია.
"ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს", - წერია ანგარიშში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა თვლის, რომ სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეებში.
"საქმეთა დიდ ნაწილში ფიქსირდება სხვადასხვა ინფორმაცია მოწმეებზე ზეწოლის შესახებ და მიცემული ჩვენების გადათქმები. ასევე საგულისხმოა, რომ იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დათანხმდა ჩვენება მიეცა ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, სრულიად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხოლო მათ, ვინც ჩვენება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შეცვალეს, ან არსებული ბრალი დაუმძიმდათ, ან მათ მიმართ გამოძიება დაიწყო", - ვკითხულობთ კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.
რასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პრობლემურობა, შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითი 26 მაისისა და ე.წ. სოციალური აგენტების ეპიზოდებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო ბრძანება, მერაბიშვილის დამკავებლის უფლებამოსილების საკითხი და მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან შესაძლო უკანონო გაყვანის გამოუძიებელი შემთხვევა.
ანგარიშის თანახმად, "ნათელია დისკრიმინაციული მიდგომა ივანე მერაბიშვილთან მიმართებით, რაც ლოგიკურად უკავშირდება როგორც მის წარსულ საქმიანობას, ისე ამჟამინდელ პოლიტიკურ სტატუსს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია № 1900, რომლის თანახმად, პირის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს შემდეგი გარემოება - "თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით.“76 წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის, საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობასთან დაკავშირებული ინციდენტი; პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში განწყობის შექმნას; ასევე, მთავარი პროკურორის მხრიდან, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლა, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებენ ივანე მერაბიშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაზე".
დოკუმენტში წერია, რომ ივანე მერაბიშვილის საქმეების განხილვისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა გამოსცა უკანონო ბრძანება საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობაში საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მან განიხილა ივანე მერაბიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კი კვლავ გამოუძიებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.
ვიიიიიიიიიიიიიიიიიიიშ მოგეხაზათ ქოცებო? აი ობიექტური დასკვნა! ეხლა აპრავეთ რამდენიც გინდათ! პოლიტიკური დევნა დადასტურებულია ვსო!
|