“არა, ჩემი აზრით, ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა. ეს არის ადამიანებს შორის თავიანთი ნებისა და სურვილის შესაბამისი ადამიანური ურთიერთობა”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა “17 მაისის” კითხვას ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით.
დეპუტატმა ორი ქალისა და ორი კაცის თანაცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეზღუდვების გარეშე იცხოვრონ მათთან, ვისთან ერთადაც ცხოვრება სურთ.
“ბუნებრივია, ისევ და ისევ თავისუფალი ნებიდან და სურვილიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ თანაცხოვრება ყოველგვარი შეზღუდვებისა და დამატებითი წინაღობების გარეშე. რაც შეეხება ოჯახის დეფინიციას, ალბათ, თითოეული ადამიანი თავისი რწმენით და თავისი ნების შესაბამისად მსჯელობს ამ საკითზე”, – ამბობს მინაშვილი.
კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა საქართველოს პრემიერად ან ქვეყნის პირველ პირად ღია გეი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავებას ადამიანის უნარები, გამოცდილება და ცოდნა განაპირობებს.
“შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს საჯარო თანამდებობაზე, იდეალურ შემთხვევაში და განვითარებულ სახელმწიფოში, ხვდებიან თავიანთი უნარების, ცოდნის, გამოცდილების, რწმენის და იდეების შესაბამისად და მათ ქვეყნის მოქალაქეები ირჩევენ. დამატებითი შეზღუდვა, მათ შორის, ამ მიმართულებით, საჭირო არ არის. საჯარო მოხელისთვის, მათ შორის კანონმდებლობისთვის, მთავარია შესაბამისი იყოს იმ თანამდებობისთვის, რომელზეც ირჩევა და სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ემსახურებოდეს”, – განუცხადა აკაკი მინაშილმა “17 მაისს”.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი, ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.
©
http://17mai.si/2015/03/24/minashvili/
ქართველი ერი: ლაზები,აჭარლები,გურულები, მეგრელები,აფხაზები,იმერლები,რაჭველები,სვანები, , მესხები,ქართლელები,კახელები,თუშები,ხევსურები, ფშაველები,მთიულები+ყველა ის ახალი წევრი ვისაც უმრავლესობა მიიღებს ქართველად.
ქართველებში გავრცელებული დეფექტები: ლიბერალიზმი,ისლამი,რუსეთუმეობა,მედასავლეთელობა