დღეიდან, კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ არის
დღეს, 23 თებერვალს, თავისი 10 წლიანი მოღვაწეობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში კოტე კუბლაშვილმა დაასრულა.
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
რაც შეეხება თავად კოტე კუბლაშვილს, ის ქართულ პოლიტიკაში შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში გამოჩნდა.
კუბლაშვილი 1973 წელს, პატარა ქალაქ ტყიბულში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. არის ჰანოვერის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.
„ახალგაზრდა რეფორმატორად“ წოდებული კუბლაშვილი, 2000 წელს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკია _ მას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჰქონდა 15 ათას დოლარად შეფასებული, 53 კვმ. ფართობის ბინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 1992 წელს მშობლების დანაზოგი 20 ათასი რუბლით შეიძინა. მისი მეუღლის, მარინა მესხის დეკლარირებულ ქონებას კი 2 500 დოლარად შეფასებული პერსონალური კომპიუტერი "ტოშიბა" წარმოადგენდა. მხოლოდ ამ ქონების შეტანა მოახერხა პირველ დეკლარაციაში კუბლაშვილების ოჯახმა.
2001 წელს, რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, კუბლაშვილი სააკაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი დეკლარაციული აღმასვლა.
2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, მარინა მესხს, მისმა დამ, მაია მესხმა, საჩუქრად გადასცა ბინა ბუკიას ბაღში მშენებარე სახლში, რომელიც საკმაოდ სოლიდურად _ 100 ათას ლარად შეაფასეს. ეს საჩუქარი დეკლარაციაში თვალსაჩინოდ იქნა აფიშირებული. თუმცა, იმ დროისთვის კუბლაშვილს ამ ბინის დეკლარირების ფორმალური ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან ჩუქების სამართლებრივი პროცედურები გახორციელებული არ იყო, ანუ ქონება მის ოჯახს ოფიციალურად არ ეკუთვნოდა.
მომდევნო წლების დეკლარაციებში ცოლის დის ნაჩუქარი ქონების შესახებ კუბლაშვილმა რამდენიმე ურთიერთგანსხვავებული ჩანაწერი შეიტანა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბუკიას ბაღში მიწის ფართობი და შენობა კუბლაშვილის ცოლისდამ 2001 წელს შეიძინა, მაშინ, როცა იგი 26 წლის იყო და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ბიოგრაფიული მონაცემებით მაია მესხი ვანის რაიონის სოფელ ამაღლებიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი საქმიანობა მხოლოდ სწავლა-განათლების მიღებით შემოიფარგლებოდა და არანაირ სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
26 წლის ცოლისდის მიერ შეძენილი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი _ 180 კვ/მეტრი, მალევე, 2004 წელს კუბლაშვილების ოჯახის ოფიციალურ მფლობელობაში გადავიდა.
ამ თემაზე 2009 წელს სტუდია „რეპორტიორმა“ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა.
ბოლო, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, გარდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინისა, რომელიც კოტე კუბლაშვილს მშობლებმა 20 000 რუბლად უყიდეს, ყველა უძრავი მეუღლის. მარინა მესხის საკუთრებაშია. ქონების ჩამონათვალი კი ასეთია:
საქართველო, თბილისი, პეკინის ქ. 26/23, ფართობი - 190.00 კვ.მ; საქართველო, თბილისი, ზღვისმიმდებარე ტერიტორია, ფართობი -1500.00 კვ.მ; საქართველო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა, ფართობი - 160.00 კვ.მ; საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფ. წოდორეთი, ფართობი - 1400.00 კვ.მ;საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფელიწოდორეთი, ფართობი - 110.00 კვ.მ
კონსტანტინე კუბლაშვილს შემოსავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 127300 ლარი იყო. მისი მეუღლის სახელფასო შემოსავალი კი, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 49400 ლრი; თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პედაგოგის პოსტზე 3000 ლარი.
დღესვე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე იმსჯელებს.
http://ipress.ge/new/2291-dgheidan-kote-ku...mare-aghar-arisრა იშოვა ამ დროის განმავლობაში ეგ არ მაინტერესებს და როგორც ოცნების დამცველები „აპრავებდნენ“ ნაცების ვერ დაჭერას ამ კაცის თავმჯდომარეობის გამო....................აღარ არის თავმჯდომარე.