გამარჯობათ, დიდიხანია მინდა WoW -ის ყიდვა, მაგრამ ვერ მოვიძიე საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ რაც მაინტერესებს და გამომდინარე იქედან, რომ Blizzard -ის ფორუმზე დასაპოსტათ in-game გმირია საჭირო, რომელიც მე არ მყავს იმედს ვიტოვებ, რომ აქ დამეხმარებით ისინი ვისაც გამოცდილება გაქვთ.
რეგისტრაციის შემდეგ საიტმა ავტომატურად მომანიჭა ადგილობრივი მდებარეობა, ევროპა და ვალუტა რუბლი.
- რუბლით, ევროპაში რომ ვიყიდო თამაში, მექნება თუ არა საშუალება ვითამაშო ამერიკულ სერვერებზე?
- თუ მხოლოდ ევროპულ სერვერებზე მაქვს წვდომა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამერიკულ სერვერზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში ვითამაშო US სერვერებზე?
- თუ თამაშს რუბლით ვიყიდი, ყოველთვიური გადასახადიც რუბლში უნდა ვიხადო და შესაძლებელია თუ არა, რომ ავტომატურად ჩამომაჭრას თანხა ვიზა ბარათიდან და დაახლოებით რამდენი დამიჯდება ლარებში ყოველთვიური გადასახადი.
- თუ მაინც ამერიკულ სერვერს გადავწყვეტ (თუ გიცდიათ US -ზე თამაში) იქნება თუ არა ლაგის საშიშროება შემდეგი ინტერნეტის პირობებში.
Download Speed - (+30Mbps); Upload Speed - (+45Mbps)
- გამოცდილებიდან გამომდინარე რაიმე დამატებით რჩევას ხომ არ მომცემთ?

მადლობა ყურადღებისთვის!