#54736341 · 30 May 2019, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხლი 7. სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი 1. სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი მოქცეულია შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონების საზღვრებში: ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ); ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ); გ) სარეკრეაციო ზონა (რზ); დ) სპეციალური ზონა (სპეცზ); ე) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1); ვ) სანიტარიული ზონა (სანზ); ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 (სდზ). 2. სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება.
აგერ არის ამონარიდი კანონიდან :საქართველოს მთავრობის დადგენილება №57, 2009 წლის 24 მარტი, ქ. თბილისი, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. პირდაპირ წერია, რომ დაშვებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო ზონაში და რატომ არ იძლევიან ნებართვას სახლის ასაშენებლად? თუ კაცმა გადაწყვიტა რომ სოფლის მეურნეობით ირჩინოს თავი, იყიდა ნაკვეთი, მოყავს მოსავალი, რა სახლი არ უნდა ქონდეს? თბილისიდან უნდა ირბინოს ყოველდღე ნაკვეთში?
--------------------
მრეკეთ ბოთლი თავში ქალბატონო მარგალიტა რააააა!
|