ნინო ბურჯანაძე - როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელები მაშინვე იწყებენ აქტიურ მოქმედებას
ვაშინგტონი ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას, - ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარ შედეგებს.
"უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ საქართველოში აღარავის არ უკვირს ვაშინგტონში დაწერილი რიცხვები. ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელები მაშინვე იწყებენ ძალიან აქტიურ მოქმედებას იმისათვის, რომ მოსახლეობა შეაგუონ აზრს, თითქოს საქართველოში პროამერიკულ ძალებს აქვთ მხარდაჭერა. ჩვენ კი, რომელსაც გვთვლიან პროქართულ ძალად, თითქოსდა მოსახლეობის მხარდაჭერა არ გვაქვს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც გამოჩნდა, რომ "ყველა ის კვლევა, რომელიც ვაშინგტონში იწერებოდა რამდენად აცდენილი იყო რეალობას".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...moqmedebas.htmlპ.ს. ხომ არის ღირსი იმ "პროქართულ" ჯანებში შეთხაროს ობამამ შავი ბალაყანა?
იმედია მას და მის ქმარს რაც ფული აქვს შენახული ყველაფერს მიუყადაღებენ ბუა მასონები.
This post has been edited by ცერცვა on 25 Mar 2015, 19:44