მოკლედ დღეს დასავლეთიდან ვბრუნდებოდი, სადღაც ხაშურში გავჩერდი ბოლოს მშვიდობით, შემდეგ რომ დავიძარი მეთქი ფეჩს ჩავრთვაქო, ჩაირთო მხოლოდ ცივს უბერავდა, გორს რომ გავცდი ავტობანზე გავლაგამოვლის მიზნით გაჩერება გადავწყვიტე, რომ მივაყენე მანქანა და სიჩქარე ბოლომდე დავარდა თავისით ჩაქვრა მანქანა, დაქოქვა ვცადე არ დაიქოქა, ცოტა დამწვრის სუნივით იყო, გადავედი მეთქი რემენს ხომ არ მოეკითხათქო, ნორმალურად იყო, შემდეგ წყალი შევამოწმე და ცარიელი იყო ბოლომდე, :-ს იტოგში ძლვს ვიღაცას წყალი აღმოაჩნდა ჩავასხი და რადიატორიდან მაგარი ორთქლი წამოვიდა და წყლის ბიდონში ტკაცუნის ხმები იყო

იტოგში რომ გავავსე წყლით ცოტა გაუჭირდა მაგრამ დაიქოქა მაგრამ ხმა არ მომეწონა, თითქოს მომატებული ქონდა რიკრიკის ხმას, დიზელია და ჩუმი მანამდეც არ ყოფილა, თბილისამდე ჩამოვაღწიე მოკლედ მაგრამ რა მაინტერესებს, მატორს შეიძლება მოსვლოდა რამე? ანუ სადღაც ხაშურიდან გორამდე 100-130 ვიარე სულ. ფაქტიურად წყლის გარეშე. ნუ წყალი საიდანაც გასდის ეგ აღმოვაჩინე..