2015 წლის მაისში ”დასაქმების სააგენტო ეიჩარი” მართავს ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს თბილისში.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილე აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.
მესამე და მეოთხე კურსის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს გეძლევათ შანსი კომპანიებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა. ასევე “დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ქმნის რეზიუმეების ელექტრონულ ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების შემთხვევაში. თუ გსურთ, რომ თქვენი მონაცემებიც მოხვდეს ბაზაში, ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, ატვირთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.მიმაგრებული ფაილი) და გამოეხმაუროთ ამ განცხადებას (Apply).
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 17 აპრილი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: jobfair@hr.com.ge
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Tel: (+995 32) 2193333 (108)
წარმატებებს გისურვებთ!
ღონისძიების დეტალები:
დასაქმების ფორუმი თბილისში: 1 მაისი, 12:00http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=110893